“კოკა კოლა“ გლობალურად 2 200 სამუშაო ადგილის შემცირებას აპირებს, ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. სამუშაო ადგილების შემცირება ფართო რესტრუქტურიზაციის ფარგლებში იგეგმება, რაც კორონავირუსის პანდემიამ დააჩქარა.
აშშ-ში “კოკა კოლა“ დაახლოებით 1200 თანამშრომლის გაშვებას აპირებს სამსახურიდან, რაც ამერიკაში ამ კომპანიის სამუშაო ძალის 12%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, 2019 წლის ბოლოს, “კოკა კოლას“ მსოფლიოს მასშტაბით 86 200 თანამშრომელი ჰყავდა. პანდემიამ შეამცირა კომპანიის შემოსავლები და გაზარდა დანახარჯები. მესამე კვარტალში “კოკა კოლას“ გაყიდვები 9%-ით იყო შემცირებული.
შესაბამისად, კომპანიამ კრიზისზე პასუხი რესტრუქტურიზაციის გეგმის დაჩქარებულად განხორციელებით გადაწყვიტა. რეორგანიზაციის ფარგლებში “კოკა კოლამ“ ასევე შეწყვიტა რამდენიმე სასმელის წარმოება, მაგალითად, Tab-ის და Odwalla-ს, ვინაიდან აცხადებენ, რომ ისინი არ იყიდება კარგად და ზრდის შესაძლებლობას არ აძლევდა კომპანიას.
ამჟამად “კოკა კოლას“ საბაზრო ღირებულება $230 მილიარდია. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მისი აქციები 1%-ით გაიზარდა.
დატოვე კომენტარი