ციფრული ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერ კრის კიობანიკას კრიპტოვალუტის პროექტებში ინვესტირებისთვის სესხის აღება სურდა. მან, ნაცვლად იმისა, რომ მიემართა ბანკისთვის, რომელიც მანქანის ან სახლის დაგირავებას მოითხოვდა, ახალი ვებგვერდის, Arcade-ის გამოყენება სცადა. ეს უკანასკნელი ციფრული ხელოვნების ნიმუშების ავტორებსა და კოლექციონერებს კრედიტორებთან აკავშირებს.
კიობანიკამ ვებგვერდზე NFT-კოლექცია წარადგინა, რომელიც, მისი აზრით, 5 მილიონ აშშ დოლარად ფასობდა. მალევე მას ფირმა Genesis-ი გამოეხმაურა, რომელიც მსესხებლებს სესხს კრიპტოვალუტაში აძლევს. კომპანიამ კიობანიკას 6-თვიანი, $1.25-მილიონიანი სესხი შესთავაზა ამ პერიოდის განმავლობაში 7.5%-ით, რაც 15%-იანი წლიური განაკვეთის ეკვივალენტურია.
კრის კიობანიკა ელის, რომ ნასესხები ფულით კრიპტოვალუტებში განხორციელებული ინვესტიციები მას მოგებას მოუტანს. როგორც ციფრული ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი აცხადებს, არ აღელვებს, თუ დაგირავებულ NFT-კოლექციას დაკარგავს.
დამოუკიდებელი კრედიტორები სულ უფრო ხშირად იყენებენ ისეთ მომსახურებებს, როგორსაც მაგალითად მათ Arcade-ი სთავაზობს. ისინი ამ გზით NFT-ების მფლობელებთან დაკავშირებას ცდილობენ, რომლებსაც ფულის სესხება უნიკალური ციფრული ტოკენების დაგირავებით სურთ. ეს საშუალებას აძლევს NFT-ების მფლობელებს, ნაღდი ფული ციფრული აქტივების გაყიდვის გარეშე მიიღონ.
დატოვე კომენტარი