საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მიმდინარე ტენდენციების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრისათვის 41.4 მილიარდი ლარი შეადგინა.
საინტერესოა, რომ 2021 წლის ნოემბერში გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, უმნიშვნელოდ, 0.7%-ით შემცირდა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 280 მილიონი ლარით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 570 მილიონი ლარით შემცირდა.
საინტერესოა ისიც, რომ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებს 2021 წლის ნოემბრისათვის ეროვნულ ვალუტაში 6.58 მლრდ ლარის მოცულობის სესხი ჰქონდათ გაცემული, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 13.08 მლრდ ლარის მოცულობის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები უმნიშვნელოდაა შეცვლილი წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.
რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობამ კი 2021 წლის 1-ლი დეკემბრისათვის 20.88 მლრდ ლარი შეადგინა
დატოვე კომენტარი