კომპანია Singular ბალტიისპირა და სკანდინავიის ქვეყნების iGaming კონკურსის გამარჯვებულია

კომპანია Singular ბალტიისპირა და სკანდინავიის ქვეყნების iGaming კონკურსის გამარჯვებულია

კომპანია Singular-მა 2020 წელს ესტონეთში, ქალაქ ტალინში  გამართულ ბალტიისპირა და სკანდინავიის ქვეყნების iGaming სფეროს (BSG) კონკურსში გაიმარჯვა ნომინაციაში “სპორტსბეთინგ ტექნოლოგიების ამომავალი ვარსკვლავი“.

 BSG Awards-ის საზეიმო ცერემონიალი ტრადიციულად MARE ბალტიის ქვეყნების iGaming სამიტის ფარგლებში იმართება. წელს აღნიშნული ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ნომინაციაზე “სპორტსბეთინგ ტექნოლოგიების ამომავალი ვარსკვლავი“ წარდგენილ იქნა 50-მდე საერთაშორისო მოწინავე კომპანია, რომელთა შორის ფინალში მხოლოდ 6 გავიდა. 

ღონისძიებაში მონაწილე კანდიდატების შეფასებისას აქცენტი გაკეთდა მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამული უზრუნველყოფის ინოვაციურობასა და, რაც ყველაზე მთავარია, ტექნოლოგიის მოქნილობაზე. 

2019 წელს Singular-მა მისი სპორტსბეთინგ პლატფორმის მეოთხე თაობის რელიზი გააკეთა, რომელსაც ანალოგებისაგან გამოარჩევს უნიკალური ფუნქციონალი მოთამაშეების UX-ის პერსონალიზაციისათვის. პლატფორმაში ასევე დანერგილია რისკების მართვის უპრეცედენტოდ მძლავრი სისტემა, რომელმაც Singular-ს ინდუსტრიაში ლიდერის პოზიცია მოუტანა.

ახალმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ Singular-ს ხელი შეუწყო ლიდერის პოზიციების კიდევ უფრო გამყარებაში. შედეგად, კომპანია წლის ბოლომდე კიდევ 3 ახალ საერთაშორისო ბაზარზე შედის. დამატებითი დეტალები მოცემული ბრენდების გაშვებისთანავე  გახდება ცნობილი.  

”სინგულარი მისი ხედვით წარმოადგენს ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციებზე. ჩვენი მიზანია პროფესიონალებით დაკომპლექტებული  გუნდის ძალისხმევითა და უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით,  მომხმარებლებს მივაწოდოთ მოქნილი და სტაბილური iGaming პლატფორმა. ჩვენი გამარჯვება BSG AWARDS-ზე ნომინაციაში “სპორტსბეთინგ ტექნოლოგიების ამომავალი ვარსკვლავი“, ადასტურებს იმას, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.“ განაცხადა Singular-ის CEO-მ, გიორგი შამუგიამ.  

ეს გახლავთ Singular-ის კიდევ ერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო 2019 წელს მალტაზე გამართული მსოფლიოში უმსხვილესი iGaming კონკურსის SiGMA-ს ფარგლებში ნომინაციაში “წლის Omni-channel პროვაიდერი“ გამარჯვების შემდეგ. ის, რაც 10 წლის წინ თბილისის ერთ პატარა ოფისში 6-კაციანი გუნდით დაიწყო, საერთაშორისო წარმატებად იქცა – დღეს Singular-ს საქართველოში, მალტასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში 3 ოფისი და კლიენტების გლობალური პორტფელი აქვს 4 კონტინენტის 10-ზე მეტ ქვეყანაში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. ვებ-გვერდზე: www.singular.uk

          

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *