კომპანიამ Kaspi, რომელსაც მიხეილ ლომთაძე ხელმძღვანელობს, ონლაინგადახდების უკრაინული კომპანია Portmone Group-ი შეიძინა

კომპანიამ Kaspi, რომელსაც მიხეილ ლომთაძე ხელმძღვანელობს, ონლაინგადახდების უკრაინული კომპანია Portmone Group-ი შეიძინა

მიხეილ ლომთაძის მიერ დაარსებულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, Kaspi-მ ონლაინგადახდების უკრაინული კომპანიის, Portmone Group-ის 100%-იანი წილი შეიძინა. „Portmone-ს შეძენით, მისი საგადასახადო ლიცენზიებისა და მოვაჭრეებთან და ბანკებთან არსებული მნიშვნელოვანი ურთიერთობების წყალობით, Kaspi-  უკრაინულ ბაზარზე შესვლას შეძლებს. ნაღდი ფულის გამოყენების მაღალი მაჩვენებლის, სმარტფონების ფართო გავრცელებისა და ორმოცდაორმილიონიანი მოსახლეობის კომბინაცია, უკრაინაში მასშტაბური, მრავალწლიანი ციფრული ზრდის შესაძლებლობას აჩენს. გვჯერა, რომ Kaspi-ს, რომელიც მაღალი ხარისხის მობილური პროდუქტებითა და Super App-ის სტრატეგიით გამოირჩევა, უკრაინელი მომხმარებლებისა და მოვაჭრეების ყოველდღიური ცხოვრების შეცვლა შეუძლია“, – ვკითხულობთ Kaspi-ს ოფიციალურ განცხადებაში.

 

Kaspi-ს მიზანს, ინოვაციური მობილური პროდუქტებისა და სერვისების შექმნით, ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება წარმოადგენს. Kaspi ეკოსისტემურ ბიზნესმოდელს ეყრდნობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია, რომ ერთი სერვისის ზრდა მეორე სერვისის ზრდას უწყობს ხელს, რითაც განვითარების ერთგვარი წრედი იქმნება. ყაზახეთის ბაზარზე Kaspi უდიდესი ფინანსურ-ტექნოლოგიური ეკოსისტემაა – Forbes-ის ინფორმაციით, ყოველთვიურად, Kaspi-ს შვიდ მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ცნობისთვის, ყაზახეთში განხორციელებულ ტრანზაქციათა 66%-ს სწორედ Kaspi ატარებს. 2020 წელს Kaspi-ს აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა, რაც იმ წლის უმსხვილეს IPO-დ შეფასდა.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე, მიხეილ ლომთაძე საქართველოს მოქალაქეობის მქონე მილიარდერებს შორის პირველ ადგილს იკავებს – Forbes-ის მილიარდერთა რეალურ დროში განახლებადი სიის მიხედვით, მისი ქონების ჯამური მოცულობა $5.3 მილიარდს შეადგენს.

 

ფოტო: Kaspi-ს თანადამფუძნებლები, მიხეილ ლომთაძე და ვიაჩესლავ კიმი \ ფოტო: PwC

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *