კომპანიები, რომელთა აქციებიც პანდემიის შემდეგ მკვეთრად დავარდა

კომპანიები, რომელთა აქციებიც პანდემიის შემდეგ მკვეთრად დავარდა

Zoom Video Communications-მა, კომპანიამ, რომელმაც ფართო პოპულარობა პანდემიის საწყის დღეებშივე მოიპოვა, 31 იანვარს, 2024 ფისკალური წლის მეოთხე კვარტალის დასასრულს, დადებითი ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა და ანალიტიკოსთა პროგნოზებსაც გადააჭარბა. გასულ წელთან შედარებით, ერთ აქციაზე დაზუსტებული მოგება 16%-ითაა გაზრდილი, ხოლო კომპანიის მთლიანი შემოსავალი და B2B-შემოსავლები, შესაბამისად, 3%-ითა და 5%-ით.

მიუხედავად ამისა, Zoom-ის შედეგები კვლავ ჩამორჩება პანდემიის დროინდელ ზრდის მაჩვენებლებს, რის შედეგადაც, კომპანიის შემოსავლები რამდენიმე თვის განმავლობაში ეტაპობრივად მკვეთრად იზრდებოდა. პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას დასაქმებულთა სამუშაო პოზიციებზე დაბრუნება მოჰყვა. შესაბამისად, ის კომპანიები, რომლებიც მოგებას სწორედ დისტანციური მუშაობის დანერგვიდან იღებდნენ, ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. Zoom Video Communications-ის მსგავსად, იმავე სერვისებს მომხმარებლებს სთავაზობდნენ Microsoft Teams-ი, Cisco-ს Webex-ი და Salesforce-ის Slack-ი.

შესაბამისად, Zoom-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელმაც პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა და მსგავსი იმპულსის შენარჩუნებას პოსტპანდემიურ სამყაროშიც ცდილობს. თუმცა კოვიდ-19-ის შემდეგ, ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებასთან ერთად, ასეთი ტიპის კომპანიებს იმავე მოცულობის მოგებიანობის შენარჩუნება ბევრად უფრო უჭირთ. ვიდეოპლატფორმების გარდა, ამ ფაქტით დაზარალებულთა შორის, რა თქმა უნდა, ვაქცინის მწარმოებელი ფირმები მოხვდნენ.

Statista-ს მონაცემებით, მსგავს კომპანიათა აქციების ფასები, კოვიდ-19-ის შემდგომ პერიოდში, მათი პანდემიისდროინდელი პიკური შეფასებიდან, სულ მცირე, 75%-ითაა დავარდნილი. მაგალითად, 2020 წლის 11 მარტს, იმ დღეს, როდესაც ჯანმო-მ Covid-19-ის გავრცელება პანდემიად გამოაცხადა, Moderna-ს აქციებში ინვესტირებული $1,000, 2021 წლის აგვისტოსთვის $20 ათასზე მეტი იქნებოდა, თუმცა ახლა თითქმის $4 ათასი ღირს.

გრაფიკზე წარმოდგენილია კომპანიებში 2020 წლის 11 მარტს ინვესტირებული $1,000-ის ღირებულება მათი პანდემიური პიკისას და დღეს:

კომპანიაპანდემიური პიკი26/02/2024ვარდნა
Moderna$20,520$3,982-81%
Etsy$5,911$1,433-76%
Docusign$4,134$691-83%
Zoom$5,153$572-89%
Peloton$7,610$208-97%
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *