როგორც The National-ი იუწყება, კორონავირუსი არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას, არამედ ეკონომიკასაც უქმნის საფრთხეს. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, ნავთობზე ფასები მცირდება.
Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება 1.35 დოლარით შემცირდა და ბარელზე 60.69 დოლარი შეადგინა. კლება ფიქსირდება WTI მარკის ნავთობზეც, რომელზეც ფასმა ბარელზე 1.40 დოლარით იკლო და 54.19 დოლარს გაუტოლოდა.
ანალიტიკოსები ნავთობზე ფასის კლებას კორონავირუსის შესახებ ახალი ინფორმაციის გავრცელებას და ჩინეთიდან ნავთობზე მოთხოვნის კლებას უკავშირებენ.
ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორნავირუსმა 2019-nCoV ჩინეთში 106 ადამიანი იმსხვერპლა, 4,515 კი დაინფიცირებულია.
დატოვე კომენტარი