რუსული ვაქცინის – Sputnik V-ის პირველი ფაზის შედეგების შესახებ გასაჯაროებულმა მონაცემებმა მეცნიერებს ძალიან ბევრი კითხვა დაუტოვეს. მეცნიერები რუსეთის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტს მონაცემების განმარტებას მოითხოვენ.
მეცნიერების ნაწილის აზრით, მონაცემები არ არის სრული და საჭიროა დეტალური განმარტება. შედეგებში ნაჩვენებია, რომ მოხალისეთა ანტისხეულების რიცხვი კვლევის მანძილზე უცვლელი რჩებოდა. გარდა ამისა, დეტალური ინფორმაციის უკმარისობა მეცნიერებს ზუსტი დასკვნების გამოტანის საშუალებას ვერ აძლევს.
“ამ მონაცემების საპასუხოდ, ჩვენ 27 მეცნიერის ხელმოწერა მოვაგროვეთ ინსტიტუტისთვის წერილის გასაგზავნად, რომ შედეგების შესახებ ინფორმაცია განგვიმარტონ და ამოღებული დეტალებიც ჩაამატონ. სრული ინფორმაციის გარეშე დასკვნის გაკეთება შეუძლებელია,” – აცხადებს ენრიკო ბუჩი, რომელიც აშშ-ის Temple University-ის პროფესორია.
თავის მხრივ რუსეთის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ მონაცემებში არსებულ ინფორმაციას არანაირი დანაკლისი აქვს და სრულად ავთენტურია.
დატოვე კომენტარი