დაავადების მიკროსამყაროში, ჩვენი მტრები შესაძლოა ზოგჯერ ჩვენი მხსნელებიც გახდნენ. კორონავირუსის დასამარცხებლად, ახლა მკვლევარები სხვა ვირუსების რეკრუტირებას ცდილობენ, რათა ამ ომში გამარჯვება შეძლონ.
მომაკვდინებელი ვირუსების დასამარცხებლად სხვა ვირუსების გამოყენების გამოცდილება არსებობს, მართალია არა ბევრი, თუმცა, მაინც გვაქვს მსგავსი მაგალითები. კერძოდ, ვირუსებს ქმნიდნენ იმისათვის რომ მომაკვდინებელი ბაქტერიები გაენადგურებინათ. კერძოდ, ასეთ შემთხვევაში იყენებენ ისეთ ვირუსებს, რომელიც არ დაგვაზიანებს, მაშინ როდესაც „მტრის“ განადგურებას შევეცდებით.
ამ მისიის განხორციელების მიზნით, ე.წ მხსნელი ვირუსი შეიძლება იყოს PIV5–ი, რომელიც ძაღლებში ხველას იწვევს, თუმცა, ადამიანებისთვის ის უსაფრთხოა. ბოლო კვლევის მიხედვით, PIV5 ვირუსი გამოიყენეს MERS–ის წინააღმდეგ ვაქცინის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა MERS–ის ვირუსს გადაურჩა, ამ ვირუსმა იმ ქვეყნებში, რომლებმაც ვერ შეძლეს მისი გავრცელების პრევენცია, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი – 30% გამოიწვია.
მკვლევარებმა გამოიყენეს თაგვები ვაქცინის ტესტირებისთვის, კერძოდ მღრღნელები, რომელთაც PIV5 S–პროტეინ ინტრანაზალური ვაქცინა გაუკეთეს, MERS–ის ინფექციას გადაურჩა.
აღნიშნული ექსპერიმენტი გვაიმედებს, რომ შესაძლოა PIV5 იყოს კორონავირუსის წინააღმდეგ ადამიანებისთვის ვაქცინის შექმნის კარგი ვარიანტი. თუმცა, იმისათვის რომ ამაში დარწმუნდნენ, წინ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. დრო კი საკმაოდ მცირეა.
დატოვე კომენტარი