„კოტრობა“

„კოტრობა“

ძველ თბილისში, დიდი შესაძლებლობების ქალაქში, არცთუ იშვიათად ნახავდით ჯერ კიდევ გუშინ უქონელთა აღზევებას და დიდვაჭართა ისე დაცემას, რომ ერთ დღეს დიდი შეძლების მქონე კაცებად ცნობილი ვაჭრები თუ მეწარმეები მეორე დღეს „კოტრებად“ აცხადებდნენ თავს.

ხშირად ისე მოხდებოდა, რომ თფილისის კომერციულ ჯაჭვში ჩართული რომელიმე დიდი რგოლის გაწყ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ვეტა ქალაქელ ვაჭრებსა და არა მხოლოდ ვაჭრებს შორის დომინოს ეფექტს გამოიწვევდა – „არ იქნებოდა, ერთ დიდ კოტ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­რობას კუდები რომ არ მიჰყოლოდა“.

ეს ყველაფერი უდიდეს გავლენას ახდენდა ქალაქის ცხოვ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­რებაზე, ვინაიდან ტფილისში ჭორი თუ მართალი თვალის დახამხამებაში ვრცელდებოდა, მეორეც, ძველ თბილისში, კავკასიის კულტურულ, ისტორიულ და ეკონომიკურ ცენტრში, ვაჭრობა ერთ-ერთი მთავარი აქტივობა იყო, შესაბამისად, ქალაქი, მოსახლეობა და თბილისელი ვაჭრები იმაზე მეტად იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან, ვიდრე დღეს ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

ასე რომ, ამ და მრავალ სხვა მიზეზთა გამო, რომელთა შესა­­­­­­­­­­­­­­­ხებაც ქვემოთ ვისაუბრებთ, „კოტრობის“ ერთ კონკრეტულ მა­­­­­­­­­­­­­­­გალითზე ვნახავთ, თუ რა ვნებები ტრიალებდა ქალაქში, როდე­­­­­­­­­­­­­­­საც 1880 წელს, თფილისი მიწისძვრასავით შეაზანზარა ცნობამ დიდვაჭარ ჯანჯუღაზოვების გაკოტრების შესახებ…

ზუსტად რთულია თქმა, კონკრეტულად რამ მიიყვანა გაკოტ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­რებამდე ერთ დროს ესოდენ მდიდარი ძმები – რუსეთ-ოსმა­­­­­­­­­­­­­­­ლეთის ომის [1877-1878] მომდევნო წლებში ქალაქში გამეფე­­­­­­­­­­­­­­­ბულმა გაუგონარმა სიძვირემ, 1879-1880 წლებში ტფილისსა და შემოგარენში კალიის შემოსევის შედეგად დამდგარმა დიდმა ზარალმა, მოუსავლიანობამ თუ „სიძვირისა და სუსტი ვაჭრობის სხვა ნიშნებმა“, მაგრამ ფაქ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ტია, 1880 წლის 10 თებერვალს, ქალა­­­­­­­­­­­­­­­ქის მდიდარ და არა მხოლოდ მდიდარ ხალხს უმალ შეატყობდით „ჩურჩულსა და გლოვას“ – უკვე გაეგოთ, რომ ჯან­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ჯუღაზოვებს, „დიდი ვაჭრობა რომ ჰქონდათ თფილისში“, საქმეში „ფეხი გადაბრუნებოდათ“ და თავი „კოტრად“ გამოეცხადებინათ:

ეს „ჩურჩული და გლოვა“, ძირითა­­­­­­­­­­­­­­­დად იმის გამო ყოფილა, რომ ძმებმა „აქაურ ხალხის ფულები ამოიდვეს ქვეშ და არა რუსეთელებისა, როგორც ბევრს სხვას ჩაუდენია. ოთხმოცი ათასი თუმა­­­­­­­­­­­­­­­ნი ვალი დასტეხიათო! ხუმრობაა? ენი­­­­­­­­­­­­­­­თაც კაცს ძლივს გამოუთქვამს რვა ასი ათასი მანეთი. ასე ამბობენ და ვინ იცის ასი ათასი თუმანი იყოს…“

უფრო კონკრეტული ცნობით კი ჯან­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ჯუღაზოვებს იმ დროისთვის წარმოუდ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­გენელი ოდენობის თანხა – 745 ათასი მანეთი დასდებიათ ვალად, აქედან 140 ათასამდე – უცხოელი ვაჭრებისა, ნახე­­­­­­­­­­­­­­­ვარ მილიონზე მეტი კი თფილისელების:

„უმთავრესი მოვალეები არიან: თფი­­­­­­­­­­­­­­­ლისის ურთი-ერთ შორის ნდობის ბანკი, რომლისაც მმართებსთ – 107 000 მანე­­­­­­­­­­­­­­­თი, კომერციულის ბანკის – 81 000 მანე­­­­­­­­­­­­­­­თი, ჩითახოვის კანტორისა – 50 000, ივ. როტინოვის – 40 000, იაგორ როტინო­­­­­­­­­­­­­­­ვის – 20 000, სოლ. მირიმანოვის – 80 000, რეიტერების – 50 000, გაროევის – 30 000, კნა. არგუთინსკისა – 40 000, ევანგულოვისა – 20 000 და სხვ.“

თბილისი. დახლები მიხეილის ხიდთან და ვორონცოვის სანაპირო / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

როგორც გარკვეულა, კომერციულ და „ურთი-ერთ შორის ნდობის“ ბანკებს, ჯანჯუღაზოვების მთავარ მევალეებს, თითქმის არავითარი ზარალი არ მის­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­დგომიათ, რადგან კრედიტის გაცემის დროს, „ვექსილებზე“ ისეთ სანდო პი­­­­­­­­­­­­­­­რებს ჰქონიათ ხელი მოწერილი, რომ ბანკები მარტივად შეძლებდნენ კუთვ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ნილი თანხის ამოღებას.

ამას გარდა, ამბობდნენ, ზოგიერთმა მევალეებმა წინდაწინ იცოდნენ ჯან­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ჯუღაზოვები გაკოტრებას რომ აპირებ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­დნენ, ამიტომ, სანამ ძმები ჯერ კიდევ გადახდისუნარიანები იყვნენ, მანამდე მოსთხოვეს და მიიღეს კიდეც ვალიო. ასევე, ქალაქში იმაზეც ლაპარაკობდ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ნენ, გაკოტრებული ძმების სახელზე, სა­­­­­­­­­­­­­­­ბაჟოზე, 15 000 მანეთის საქონელი ინა­­­­­­­­­­­­­­­ხებოდა და მათი გაკოტრების შემდეგ მთელი ეს ქონება ერთ-ერთ მევალეს წაუღია ვალშიო.

თუმცა, რა უცნაურადაც უნდა ჟღერ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­დეს, დიდვაჭრების გაკოტრებით ყვე­­­­­­­­­­­­­­­ლაზე დიდი ზიანი მაინც ქალაქის ნაკ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ლებად შეძლებულ ხალხს მისდგომია – ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი ფული სწორედ ჯანჯუღაზოვებს ანდვეს.

მკითხველი იკითხავს – ამგვარი გა­­­­­­­­­­­­­­­ქანებისა და შეძლების ხალხს რიგით თფილისელებთან რა ფინანსური პასუ­­­­­­­­­­­­­­­ხისმგებლობა უნდა ჰქონოდათო, მაგ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­რამ არც ასე მარტივად ყოფილა საქმე.

„ჯანჯუღაზოვების გაკოტრებამ ბევ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­რი ღარიბი ხალხი აატირაო“, – იუწყე­­­­­­­­­­­­­­­ბოდა იმდროინდელი პრესა, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ძმებს „კარგა ძალი ვალი ჰქონიათ წვრიმალი ხალხისა, ათი, ოცი, ორმოცი თუმანი რომ მიუციათ ჯანჯუღაზოვებისთვის სარგებლით“.

ირკვევა, რომ ჯანჯუღაზოვები ქა­­­­­­­­­­­­­­­ლაქის „უბრალო“ ხალხს, მათ შორის „მოსარეცხე და მოსამსახურე დედა­­­­­­­­­­­­­­­­­­­კაცებსა, მკერვალებსა, ქვრივებსა და სხვებსა“ მათ საქმეში გარკვეული თანხის დაბანდების სანაცვლოდ, ყო­­­­­­­­­­­­­­­ველთვიურად სარგებელს აძლევდნენ. მეტიც, თურმე ამუნათებდნენ კიდეც – გვებრალებით, თორემ თქვენი ფული რად გვინდა, ჩვენი ფულის ანგარიშიც არ ვიცითო:

„ჯანჯუღაზოვები ბანკირებათ ეგო­­­­­­­­­­­­­­­ნათ ამ ღარიბ ხალხს. საცოდავი დედა­­­­­­­­­­­­­­­­­­­კაცები თურმე ილოცებოდნენ და თავის დობილებს ურჩევდნენ სამკვიდროთ შენახული ფული ჯანჯუღაზოვებისთვის მიეცათ, ხაზინაზე სანდო ადგილიაო“.

ასე და ამგვარად, აღმოჩნდა, რომ ძმების „კოტრობით“, პრაქტიკულად, და­­­­­­­­იღუპა ის ქვრივი ქალი, რომელიც ათასი მანეთის სანაცვლოდ, ყოველთვიურად, თორმეტ მანეთს იღებდა სარგებელს და ამ თანხით ირჩენდა თავსაც და შვილ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­საც;

დაიღუპნენ „მკერვალი ქალების მა­­­­­­­­­­­­­­­ღაზიის“ მეპატრონე და თანამშრომლე­­­­­­­­­­­­­­­ბი, რომლებიც ყოველდღე ჯანჯუღაზო­­­­­­­­­­­­­­­ვებს აძლევდნენ თითქმის მთელ თავის დახლს1 შესანახად და სასარგებლოდ;

დაიღუპნენ „ღარიბი და წვრილი“ ვაჭრები, რომლებიც ჯანჯუღაზოვებს ენდობოდნენ და უბრალო ვექსილით, ხელწერილით, ანდა სულაც ყოველგვა­­­­­­­­­­­­­­­რი გარანტიის გარეშე აძლევდნენ ფულს სესხად, რადგან ძმებს დიდი მაღაზიები და ვაჭრობა ჰქონდათ და ამას გარდა, „წვრილი“ ვაჭრები დიდ სარგებელსაც იღებდნენ მათგან:

„ყველა ამათ, რაღა თქმა უნდა, თითქმის სულ დაეკარგებათ ვინ იცის თავიანთი უკანასკნელი გროში და ზოგს ცხოვრების ღონის-ძიებაც მოესპო­­­­­­­­­­­­­­­ბათ…“

„კოტრობის“ გამოცხადებიდან მალე­­­­­­­­­­­­­­­ვე, თფილისის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯანჯუღაზოვები დაატუსაღეს და მხოლოდ ერთი თვისა და მათი ქომაგების რამდენიმე მცდე­­­­­­­­­­­­­­­ლობის შემდეგ, თავდებით გაათავი­­­­­­­­­­­­­­­სუფლეს.

რაც შეეხება მევალეებს, მათ ნა­­­­­­­­­­­­­­­წილს, შესაბამისი პროცედურების გავლით, საკუთარი წილი ჯანჯუღაზო­­­­­­­­­­­­­­­ვების ქონების გაყიდვის შემდეგ უნდა მიეღოთ.

სხვათა შორის, საგულისხმოა, რომ სანამ გაკოტრებული ძმების საქონ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ლის გაყიდვა დაიწყებოდა, თფილისის ოლქის სასამართლომ გააუქმა ჯანჯუ­­­­­­­­­­­­­­­ღაზოვების მევალეთა კერძო კრების გადაწყვეტილება, „რომელმაც აჩქარე­­­­­­­­­­­­­­­ბით, ზოგიერთი უწესო განკარგულება მოახდინა“.

ამ კრებაზე, ზოგიერთი პირი, მე­­­­­­­­­­­­­­­ვალედ უშუალოდ ჯანჯუღაზოვების სიტყვის და არა დოკუმენტებისა თუ სხვადასხვა მტკიცებულების საფუძველ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ზე უცნიათ, სასამართლოს აზრით კი, ამგვარი „მევალეები“ შესაძლოა, ძმების მიერ საგანგებოდ ყოფილიყვნენ შერ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ჩეულნი.

„ამ ოთხშაბათიდამ იწყება გაკოტრე­­­­­­­­­­­­­­­ბული ძმების ჯანჯუღაზოვების საქონ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ლის გასყიდვა. გასყიდვა იქნება მუდამ დღე დილის 9 საათიდამ ჯანჯუღაზოვე­­­­­­­­­­­­­­­ბის გასტრონომიულ მაღაზიაში, გალა­­­­­­­­­­­­­­­ვინის პროსპექტზე, თავად მუხრანსკის სახლებში“;

„ჯანჯუღაზოვების დიდს მაღაზიაში, გოლოვინის პროსპექტზე, მარიმანოვის სახლებში გაისყიდება სხვა-და-სხვა საქონელი და თუჯის ფეჩები ნარდათ და ცალ-ცალკე მუდამ დღე დილის 10 საათიდამ ნაშუადღევის 2 საათამდინ და საღამოს 5-დამ 8-მდინ. კურატორი პ. ლებედინსკი, ჯანჯუღაზოვების მოსკო­­­­­­­­­­­­­­­ველ მევალეების ვექილი“;

„ოქრო-ვერცხლის ნივთების გასყიდ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ვა ჯანჯუღაზოვის მაღაზიაში დანიშნუ­­­­­­­­­­­­­­­ლია ამ ნოემბრის 16-ს, კვირას, დილის 10 საათიდამ ნაშუადღევის 2-მდინ“;

„ჯანჯუღაზოვების მაღაზიაში გაის­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ყიდება ნარდათ და ნაწილ-ნაწილად, უტორგოთ, 120 ფუთი ყავა, ჩაის ქაღალ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­დი, 14 წიგნი და ვოდკები: პაპოვისა და შტრიტერისა 40 იასჩიკი, პრობკები 20 ფუთამდინ, შამპანის ღვინო სამზღვარ გარეთისა და რუსეთისა. ჩაი იასჩიკე­­­­­­­­­­­­­­­ბით 18 ფუთიანი, აგრეთვე სხვა და სხვა ფეხსაცმელები და კალოშები. ვისაც ამ საქონლის ნარდათ ანუ ნაწილ-ნაწილად ყიდვა ჰსურს, ნახვა საქონლისა შეუძლი­­­­­­­­ამ მუდამ დღე დილის 10 საათიდამ ნაშუ­­­­­­­­ადღევის 2 საათამდინ, ყოველ მყიდ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ველს შეუძლია მიჰმართოს კონკურსის წევრებს, რომელნიც გასყიდვის დროს მაღაზიაში იმყოფებიან“, – იუწყებოდა საგაზეთო განცხადებები.

თბილისი. მეჩეთი მეიდანზე და სოლოლაკის ნაწილი / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

საქონელი – გაყიდვით კი გაიყიდე­­­­­­­­­­­­­­­ბოდა, მაგრამ მიღებული შემოსავალი გაკოტრებულთა ვალებს აბა, რას აუვი­­­­­­­­­­­­­­­დოდა?! ან იმ ვაჭრებს რა ეშველებო­­­­­­­­­­­­­­­დათ, რომელთა „კოტრობის“ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედაც რომ ჯან­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ჯუღაზოვების „ფეხის დაცდენა” იყო?! ასეთები კი, იმდროინდელ პრესას თუ დავუჯერებთ, მრავლად უნდა ყოფილიყ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ვნენ:

„გაზეთის „ობზორის“ სიტყვით, ჯან­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ჯუღაზოვების გაკოტრებამ, ორი სხვაც გააკოტრა, ერთი ვიღაც ბაზაზხანის2 ვაჭარი 30 000 მანეთით და მეორეც ბა­­­­­­­­­­­­­­­ტონი გასოევი“;

„ჯანჯუღაზოვის ერთს თავდებს ვა­­­­­­­­­­­­­­­ჭარს გარსოევს თავისი კოტრობა გამო­­­­­­­­უცხადებიაო. ეს ორია. არ იქნება, რომ ერთ დიდ კოტრობას კუდები არ მიჰყვეს და კიდეც მოჰყვა ეს მეორე. მესამე და მეოთხესაც მალე ვნახავთ“;

„თამამშევის ქარვასლაში, მაუდისა და ქაღალდის ვაჭარი აღალო გონიევი დამღრჩვალი ნახეს თავის მაღაზიის ქვემო სარდაფში. ამბობენ, ოთხი ათას თუმნამდინ მარტო ქალაქში ამოუჩნ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­და ვალიო. საქონელი იმის მაღაზიაში აღმოჩენილა სულ ექვსი ათასი მანეთი­­­­­­­­­­­­­­­სა. თუ ეს გარემოება ნამდვილია, მაშინ ცხადია, რომ კოტრობის შიში ყოფილა პირ-და-პირი მიზეზი მიცვალებულის გო­­­­­­­­­­­­­­­ნიევის თავის ჩამოღრჩობისა. ძალიან პატიოსან და სინიდისიან კაცს ამბო­­­­­­­­­­­­­­­ბენ და ადვილად წარმოსადგენია, რომ სხვებსავით ადვილად ვერ აიტანა ის აზრი, რომ თვითონაც გაკოტრებულიყო, სხვებიც დაეღუპა და ამ ნაირად ქვეყა­­­­­­­­­­­­­­­ნაში პირი და სახელი გასტეხოდა“;

„ამბობენ, რომ ვაჭრი ტერ-ასატურო­­­­­­­­­­­­­­­ვიც გაკოტრებას აპირებსო; სულ, რო­­­­­­­­­­­­­­­გორც გავიგონეთ, რვა ათას თუმნამდინ ვალი ედებაო. ამბობენ, აგრეთვე, რომ ძალიან ბევრი ვაჭარი აპირებს გაკოტ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­რებასაო“;

„კოტრების სია ნელ-ნელა მატულობს: ამ დღეებში გაკოტრდა ვაჭარი მანდე­­­­­­­­­­­­­­­ნოვი, რომელიც თამამშოვის ქარვასლა­­­­­­­­­­­­­­­ში ვაჭრობდა“;

„კოტრობის მომლოდინენი ძალიან ბევრნი არიან მეტადრე ბაზაზხანაშიო. საზოგადოთ ფულის პატრონები ძალიან ეხვევიან ვაჭრებსა და ფულებსა სთხო­­­­­­­­­­­­­­­ვენო. ამის გამო იმავე ბაზაზხანაში სა­­­­­­­­­­­­­­­მი-ოთხი დუქნის თუ მაღაზიის დაკეტას მოელიანო“.

„ამ კვირას ერთმა კაცმა, ვაჭარმა ყორღანოვმა წყალში თავი დაიხრჩო. თურმე ვაჭრობაში რაღაც ზიანი ნახა, უმტრო ვინმემ და ფულები შეუჭამა, თუ როგორც იყო, ასე მოხდა. ამ წელს ეს მესამე შემთხვევაა, რომ ვაჭარი კაცი თავს იკლავს. პირველი იყო ხერუმოვი, რომელსაც ინდოეთში დავა ჰქონია ვი­­­­­­­­­­­­­­­ღასგანაც ნაყიდ სიმდიდრის გამოტა­­­­­­­­­­­­­­­ნის თაობაზე და დავის წაგებისთანავე წყალში ჩავარდნილა. გონიევმაც ზიანის გამოთ დაიხრჩო თავი“.

ამავე პერიოდში, გაჭირვებულ, „კოტრობის“ პირას მისულ ვაჭრებს ქვა აღმართში მისწევიათ – თფილისში ხშირად მოხდებოდა, რომ გაკოტრების პირას მისული ვაჭარი ან ოჯახის წევ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­რსა თუ სანდო პირს გადაუფორმებდა ქონების დიდ ნაწილს და „კოტრობას“ მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადებ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­და, ან საკუთარ მაღაზიასა თუ საწყობს ცეცხლს განგებ წაუკიდებდა, რათა თვითღირებულებაზე გაცილებით, გაცი­­­­­­­­­­­­­­­ლებით ძვირად დაზღვეული საქონლის უბედური შემთხვევის შედეგად განად­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­გურების გამო სადაზღვევო კომპანიისა­­­­­­­­­­­­­­­გან მსუყე კომპენსაცია მიეღო და ამით გადაერჩინა თავი.

თუმცა შესაბამის უწყებებს ამ გა­­­­­­­­­­­­­­­რემოებისთვის ყურადღება მიუქცევი­­­­­­­­ათ და გარკვეული ზომების მიღებასაც აპირებდნენ – იგეგმებოდა იმგვარი კანონის შემოღება, რომლის თანახმა­­­­­­­­­­­­­­­დაც ვაჭრები, მაღაზიების, დუქნების თუ ფაბრიკა-ქარხნების მფლობელები, ვალდებულნი იყვნენ, ქონების გასხვი­­­­­­­­­­­­­­­სებამდე, ერთი თვით ადრე, გაზეთებ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ში „გამოეცხადებინათ“, თუ რას და ვის მიჰყიდდნენ. იმ შემთხვევაში, თუკი მევალე არ გამოუჩნდებოდათ, დაუბ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­რკოლებლად შეძლებდნენ ქონების გაყიდვას, ხოლო თუკი მოდავე გამოჩ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ნდებოდა, მის დასაკმაყოფილებლად ალტერნატიული გზა უნდა მოენახათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაზეთში „გამოცხადებული“ ქონების გასხვისე­­­­­­­­­­­­­­­ბის უფლება არ მიეცემოდათ:

„მოგეხსენებათ, რომ როდესაც ვაჭრებს გაკოტრება მოუნდებათ, ან ცეცხლს წაუკიდებენ თავის მაღაზიას და ან თავის ცოლისა და ან სხვა ვისმე სა­­­­­­­­იმედო კაცის სახელობაზედ გარდასცე­­­­­­­­­­­­­­­მენ ყველაფერს, რაც გააჩნიათ.

თბილისი. სიონის ქუჩა და სიონის ტაძრის სამრეკლო / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

ჩვენს ქვეყანაში ამგვარ კანონის გამოცემას, უეჭველია, ძალიან კარგი შედეგი ექნება, რადგან ისე ოსტატურად და უსინდისოთ თავის ქონების „ქვეშ ამოდება“, საიმედო პირზე გადაცემა და გაკოტრება არსად იციან, როგორც ჩვენ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ში…“ – წერდა გაზეთი „დროება“.

დასასრულ კი ერთ მნიშვნელო­­­­­­­­­­­­­­­ვან გარემოებაზეც გავამახვილოთ ყურადღება. ასეთ დროს, როდესაც ქალაქს „კოტრობა“ მოედებოდა, ბორო­­­­­­­­­­­­­­­ტი ხმების გავრცელებით, ნებსით თუ უნებლიეთ, მავანს შესაძლოა რომელიმე ვაჭრისა თუ მეწარმისთვის დიდი რეპუ­­­­­­­­­­­­­­­ტაციული ზიანი მიეყენებინა და საქმე გაეფუჭებინა.

ერთი ასეთი შემთხვევა ჯანჯუღაზო­­­­­­­­­­­­­­­ვების გაკოტრების შემდეგაც მომხდა­­­­­­­­­­­­­­­რა, როდესაც „დროების“ კორესპონ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­დენტს, შეცდომით, განგებ, თუ „ვისიმე“ დავალებით, პოტენციური „კოტრების“ სიაში „ფრანცუზი ერვიეც“ დაუსახელე­­­­­­­­­­­­­­­ბია, კაცი, რომელსაც დიდი ვაჭრობა და აღებმიცემობა ჰქონია „სამზღვარგარეთთან“:

„ჩვენ გავიგონეთ, რომ ამ ერვიეს მარტო სამზღვარ გარეთ ნახევარ მილი­­­­­­­­ონამდინ ვალი დასდებია; აქაურებისა კი თორმეტ ათას თუმნამდინ იქნებაო“, – ასეთი იყო პირველი ცნობა, რომელიც ერვიეს მოსალოდნელ გაკოტრებას ატყობინებდა თფილისელებს.

თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, იმა­­­­­­­­­­­­­­­ვე გაზეთში, სულ სხვა ტიპის ცნობა გა­­­­­­­­­­­­­­­მოქვეყნდა, რომლის თანახმადაც ერვიე არათუ გაკოტრებას აპირებდა, პირი­­­­­­­­­­­­­­­ქით, ძალიან კარგად მისდიოდა საქმე და ვაჭრობაზე ხელის აღება აზრადაც არ მოსვლია – „ერვიეს ახლაც დიდი ნდობა აქვს და შემდეგშიაც იმედი აქვსო, რომ კიდევ უკეთ წაიყვანს თავის აღებ-მიცე­­­­­­­­­­­­­­­მობის საქმესაო“.

გაზეთის მესვეურებმა ბოდიში კი მო­­­­­­­­იხადეს რეპორტიორის შეცდომის გამო, მაგრამ საქმე სასამართლომდე მაინც მისულა – ერვიე „დროებას“ ცილისწამე­­­­­­­­­­­­­­­ბისთვის უჩიოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც „მხედველობაში მიიღო“ მოპასუხე მხრისგან წარდგენილი საბუთები, რომ მისი შესაძლო „კოტრობის“ შესახებ და­­­­­­­­­­­­­­­ბეჭდილი ცნობა არა ბოროტი განზრახ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ვის, არამედ უბრალო შეცდომის შედეგი იყო, საქმე მორიგებით დასრულდა…

აი, ასეთი მძიმე შედეგები მოჰყ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ვებოდა ხოლმე ქალაქში რომელიმე დიდვაჭრის კოტრობას, რომელიც, დომინოს პრინციპით, სხვასაც ბევრს გადაიყოლებდა და თფილისელ ვაჭრებს მაღაზიების დაკეტვაზე, ვაჭრობაზე ხე­­­­­­­­­­­­­­­ლის აღებაზეც დააფიქრებდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ „ვაჭრობის ხეი­­­­­­­­­­­­­­­რი“ გაურკვეველი დროით „წავიდოდა“, აქლემი ისე არ დაეცემოდა, ვირის სა­­­­­­­­­­­­­­­პალნე მაინც რომ არ ეზიდა – „ქალაქის ვაჭრობა დაეცემა, მაგრამ კიდევ ვაი­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ვაგლახით იჩარჩებს…“.

 

*  *  *

  1. „დახლი“
  • ფულების შესანახი უჯრა.
  • დახლი არის აგრეთვე შემოსავალი. ამბობენ: დღეს როგორი დახლი გქონდაო.“

იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“.

  1. ბაზაზხანა“ – ფართლეულობის ფუნდუკი (ქარვასლა). ქარვასლა შესდგება ორი სიტყვისაგან ქარავან (ულამი) და სარაისაგან (სახლი). ბაზაზხანა ისე როგორც ყასაბხანა, დალაქხანა, დაბახანა, ბაყალხანა, აშპაშხანა, ე. ი. ხანა ნიშნავს ბუდეს. ბაზაზების ბუდეს, რიგს, უბანს, რაიონს“

იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“.