Henley & Partners-ი რეგულარულად აქვეყნებს 200-მდე ქვეყნის პასპორტის რეიტინგს, რომელშიც ამა თუ იმ პასპორტის „სიძლიერე“ მისი მფლობელისათვის უცხო ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლით იზომება. თუმცა კოვიდ-19-ის პირობებში გაჩნდა მეორე პასპორტი, რომელიც პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი, თუმცა არანაკლებ „წონიანია“ საზღვარგარეთ მოგზაურობისას. შესაბამისად, Henley & Partners-ის 2021 წლის მეოთხე კვარტალის ანგარიშში კოვიდპასპორტების ინდექსის შესწავლაც მოხდა.
წარმოგიდგენთ ვაქცინების იერარქიას, ანუ რომელი აცრის პასპორტით რამდენ ქვეყანაში მიგიღებენ:
- AstraZeneca – დამტკიცებულია 120-ზე მეტი ქვეყნის მიერ;
- Pfizer–BioNTech – 98 ქვეყანა;
- Sputnik – 71 ქვეყანა;
- Moderna – 69 ქვეყანა.
როგორც რეიტინგი აჩვენებს, ვაქცინების უპირობო ლიდერი AstraZeneca-ა, ხოლო ყველაზე დაბალი „ავტორიტეტით“ Moderna სარგებლობს.
დატოვე კომენტარი