საქართველოში კაპიტალური პროექტების უმეტესობა საგარეო საკრედიტო რესურსით ფინანსდება. მსხვილი საინვესტიციო პროექტების დამფინანსებლები უმეტესად საერთაშორისო ორგანიზაციები არიან, ისეთები როგორიცაა მაგალითად EBRD, World Bank, EIB და ა.შ.
საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 70% სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 4.9 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს.
აღნიშნული თანხების დროული და დაგეგმილი ათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კრედიტების შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადის (Commitment Fee) გადახდას კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე.
მიუხედავად ამისა, 2018 წელს გამოყოფილი თანხების უმეტესობის შემთხვევაში ათვისება საკმაოდ დაბალია, 14 პროექტის შემთხვევაში კი კრედიტორებისგან მოზიდული თანხების ათვისება საერთოდ არ მომხდარა.
კერძოდ, აღნიშნული 14 პროექტია:
მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა (EBRD)
2018 წლის გეგმა – 4,200,000 ლარი
12 თვის ფაქტობრივი შესრულება – 0%
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (JICA)
2018 წლის გეგმა – 52,450,000 ლარი
12 თვის ფაქტობრივი შესრულება – 0%
თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ22-კმ57 რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა (EIB)
2018 წლის გეგმა – 17,350,000 ლარი
12 თვის ფაქტობრივი შესრულება – 0%
ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია (EIB)
2018 წლის გეგმა – 17,350,000 ლარი
12 თვის ფაქტობრივი შესრულება – 0%
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა (ADB)
2018 წლის გეგმა – 43,175,000 ლარი
12 თვის ფაქტობრივი შესრულება – 0%
საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია (EIB)
2018 წლის გეგმა – 7,600,000 ლარი
12 თვის ფაქტობრივი შესრულება – 0%
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ20-კმ50 ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა (EIB)
2018 წლის გეგმა – 16,400,000 ლარი
12 თვის ფაქტობრივი შესრულება – 0%
საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი (EIB)
2018 წლის გეგმა – 800,000 ლარი
12 თვის ფაქტობრივი გეგმა – 0%
ჭიათურის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი (Government of France)
2018 წლის გეგმა – 1,000,000 ლარი
12 თვის ფაქტობრივი გეგმა – 0%
ქობულეთის წყალარინების პროექტი (EBRD, ORET)
2018 წლის გეგმა – 2,500,000 ლარი
12 თვის ფაქტობრივი გეგმა – 0%
ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD, SIDA)
2018 წლის გეგმა – 550,000 ლარი
12 თვის ფაქტობრივი შესრულება – 0%
აგროკრედიტი (EIB)
2018 წლის გეგმა – 10,000,000 ლარი
12 თვის ფაქტობრივი შესრულება – 0%
თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტი (E5P, CEB)
2018 წლის გეგმა – 10,000,000 ლარი
12 თვის ფაქტობრივი შესრულება – 0%
აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD)
2018 წლის გეგმა – 4,000,000 ლარი
12 თვის ფაქტობრივი გეგმა – 0%
დატოვე კომენტარი