კრედო ბანკმა 35, 000, 000 ლარის ოდენობის სესხი Developing World Markets Asset Management-ის პარტნიორი ACTIAM Financial Inclusion-სა და DWM Income Funds-გან მიიღო. ტრანზაქცია, როგორც COVID-19-ის გავლენაზე მყისიერი რეაგირება, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ Developing World Markets-ის (DWM) ხელშეწყობით განხორციელდა. ადგილობრივ ვალუტაში მოზიდული 3 წლიანი რესურსი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში მიკრო და მცირე ბიზნესების მხარდაჭერაში. შეუფერხებლად მიწოდებული ფინანსური რესურსის საშუალებით ისინი წარმატებით შეძლებენ პანდემიით მიღებული გამოწვევების მართვას.
ზაალ ფირცხელავა – კრედო ბანკის გენერალური დირექტორი: “მოხარული ვარ სოციალური გავლენის ახალ ინვესტორ პარტნიორებთან, ACTIAM Financial Inclusion-სა და DWM Income Funds-თან თანამშრომლობით. ამასთანავე ტრანზაქციის ეფექტიანი უზრუნველყოფისთვის მინდა მადლობა გადავუხადო Developing World Markets-ს. ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული რესურსი უმნიშვნელოვანესია იმით, რომ ჩვენს მომხმარებელს თავიდან აარიდებს უცხოური ვალუტის ტრანსლაციურ რისკს და უკეთ შეუწყობს ხელს მათ მდგრად განვითარებას“.
ტიო ბრურსი – ACTIAM Impact Investing-ის ხელმძღვანელი: მოხარულები ვართ, რომ ACTIAM Financial Inclusion Fund-ს შესაძლებლობა მიეცა კრედო ბანკის ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული რესურსით უზრუნველყოფით დახმარება აღმოეჩინა ქვეყანაში მოქმედი მიკრო და მცირე ბიზნესებისთვის. ACTIAM Funds-ი კრედო ბანკს მხარდაჭერას წარსულშიც უწევდა და ახალი ტრანზაციის მაგალითზე მხარდაჭერას ახლაც აგრძელებს“
ნეიმონ მასადოვი – DWM Debt Investments-ის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში: “DWM მოხარულია ACTIAM-თან პარტნიორობით, კრედო ბანკის ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული რესურსით უზრუნველყოფით ქვეყნის მიკროსაფინანსო სექტორის მხარდაჭერის გამო, COVID-19-ის გამოწვევების ფონზე. DWM აღნიშნული სექტორის დიდი ხნის ინვესტორია, რომელმაც მრავალი მშფოთვარე პერიოდი განვლო და აქვს რწმენა, მიკროსაფინანსო სექტორის როგორც სწრაფი გაჯანსაღების, ასევე მისი ხანგრძლივი სიცოცხლიუნარიანობისა“
კრედო ბანკი
კრედო ბანკი საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორის წამყვანი ფინანსური ინსტიტუციაა, რომელიც აღნიშნულ პირველობას რეგიონის სრული მოცვითა და მომხმარებლების რაოდენობით ინარჩუნებს. ბანკი 75 სერვისცენტრით, მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს, რომელიც სრულ საკრედიტო და საბანკო მომსახურებას 340 ათასამდე მომხმარებელს უწევს. კრედო ბანკის მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადი ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფა. კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმი, რომელიც Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos)-სგან შედგება
ACTIAM Financial Inclusion Fund – ACTIAM-ის მმართველობის ქვეშ არსებული აქტივების მართვის ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანიაა. იგი სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებით (Senior debt & Sub debt) ახდენს მიკრო, მცირე და დიდი საწარმოების დაფინანსებას განვითარებად და დამწყები ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. ACTIAM-მა პირველი ინსტიტუციური მიკროსაფინანსო ფონდი 2007 წელს დააფუძნა და დღემდე მისმა საქმიანობამ 40 ქვეყანაზე მეტში მოღვაწე 220-მდე ფინანსური ინსტიტუცია მოიცვა – 3 მილიარდ ევროს ფარგლებში არსებული კერძო სასესხო ინვესტიციებით.
Developing World Markets აქტივების მართვის კომპანიაა, რომელსაც მოწინავე და განვითარებად ბაზრებზე მოღვაწეობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს.. DWM Asset Management-ის (LLC, the firm’s SEC-registered investment advisor) საშუალებით DWM-მა უზრუნველყო 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია სესხისა და კაპიტალის სახით სოციალურ გავლენაზე ორიენტირებულ კომპანიებში, 40-ზე მეტ განვითარებად და მოწინავე ბაზრის მქონე ქვეყანაში. კომპანის სათავო ოფისი მდებარეობს ქალაქ სტემფორდში, კონექტიკუტის შტატში, აშშ-ში.
თავისი საქმიანობის მხარდაჭერას კომპანია ასევე ახორციელებს დელის, ლიმას, მანაგუას, ნაირობის, ქვიტოს, სან ხოსეს (კოსტა-რიკა), სინგაპურის, იაპონიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ჰოლანდიის ოფისებიდან.
დატოვე კომენტარი