ქალაქი ქალაქში – ასე შეიძლება ვუწოდოთ “კრწანისი ვილა რეზიდენსის“ ახალ სივრცეს – „კრწანისი რესორტ რეზიდენსს“, რომლის IV ფაზის პროექტი ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ გაიხსნა და მასზე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ჯამური ინვესტიცია 200 მლნ დოლარია. მთლიანი პროექტი 20 ჰექტარზე განთავსდება, ამჟამად 12 ჰექტარის განაშენიანება ხდება, ხოლო რვა ჰექტარზე სამუშაოების სამი ფაზა უკვე დასრულებულია.
ამ მთლიანი პროექტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ “კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ 70% რეკრეაციული ზონისთვის არის გამოყოფილი, აქ საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ გოლფის მანქანებით, საფეხმავლო და ველობილიკებით იქნება შესაძლებელი. ტერიტორიაზე უკვე დასრულდა ერთი ჰექტარი ფართობის სკვერის მოწყობა.
პროექტის IV ფაზა რამდენიმე კორპუსისგან შედგება და ისინი ეტაპობრივად შენდება, ხოლო პარალელურად გარე ინფრასტრუქტურაც ეწყობა, მათ შორის – ფეხბურთის, ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები. როგორც “კრწანისი რესორტ რეზიდენსის” დირექტორმა სანდრო ნამორაძემ განაცხადა, ამჟამად მუშაობა სკვერის გამწვანებაზე მიმდინარეობს. „წელიწად-ნახევარში, როდესაც ორი კორპუსი დასრულდება, მათ გარშემო ყველაფერი გამწვანებული და მოწესრიგებული იქნება“, – დასძინა მან.
“კრწანისი რესორტ რეზიდენსის” მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ჯუბა ყურაშვილი კი ამბობს, რომ მეოთხე ფაზის 60% პროექტის მშენებლობის დაწყებამდე გაიყიდა. მყიდველები არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ უცხოელებიც არიან. „ზოგიერთი მათგანი თავისთვის ყიდულობს აპარტამენტს, ხოლო ზოგი – საინვესტიციოდ. ჩვენს კომპლექსს რესორტის ფუნქცია ექნება, რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი დასასვენებელ სივრცეში თავს, როგორც საკუთარ სახლში, ისე იგრძნობს და მათი შვილები ჯანსაღ გარემოში გაიზრდებიან”, – ამბობს ყურაშვილი.
„კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ 2010 წელს ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ დააარსა. პროექტის მიხედვით, კომპანია 100-მდე ადგილობრივ ქვეკონტრაქტორ კომპანიას დაასაქმებს, რაც წლების განმავლობაში ათასობით ადამიანის დასაქმებას ნიშნავს.
დატოვე კომენტარი