კვარაცხელია Goal.com-ის 21 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში მოხვდა

კვარაცხელია Goal.com-ის 21 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში მოხვდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია პრესტიჟული სპორტული გამოცემა Goal.com-ის მიერ გამოქვეყნებულ 21 საუკეთესო ფეხბურთელის ჩამონათვალში მოხვდა. სია ევროპულ ლიგებში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ 2022-23 წლების სეზონში მიღწეული შედეგების მიხედვითაა შედგენილი.

Goal.com-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების რეიტინგში კვარაცხელია მე-13 ადგილს იკავებს. ქართველი ჩამონათვალში ბუკაიო საკას (არსენალი), ჯუდ ბელინგემს (დორტმუნდის ბორუსია), ანტუან გრიზმანს (მადრიდის ატლეტიკო), ქარიმ ბენზემას (მადრიდის რეალი), პედრისა (ბარსელონა) და სხვებს უსწრებს.

რეიტინგში პირველი ადგილი ერლინგ ჰაალანდს (მანჩესტერ სიტი) ხვდა წილად, მეორე ადგილს მისი თანაგუნდელი კევინ დე ბრუინი დასჯერდა, მესამე პოზიცია კი ვინისიუსმა (მადრიდის რეალი) დაიკავა.

Goal.com-ის 21 საუკეთესო ფეხბურთელის სია ასე გამოიყურება: 

  1. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი)
  2. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
  3. ვინისიუს ჯუნიორი (მადრიდის რეალი)
  4. კილიან მბაპე (პსჟ)
  5. ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
  6. რონალდ არაუხო (ბარსელონა)
  7. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
  8. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
  9. ლიონელ მესი (პსჟ)
  10. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა)
  11. როდრი (მანჩესტერ სიტი)
  12. მარტინ ოდეგაარდი (არსენალი)
  13. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
  14. ბუკაიო საკა (არსენალი)
  15. ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი)
  16. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდის ბორუსია)
  17. ანტუან გრიზმანი (მადრიდის ატლეტიკო)
  18. ნათან აკე (მანჩესტერ სიტი)
  19. ქარიმ ბენზემა (მადრიდის რეალი)
  20. პედრი (ბარსელონა)
  21. კიმ მინ-ჯე (ნაპოლი)