კვარაცხელია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეოთხედ დასახელდა

კვარაცხელია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეოთხედ დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (GFF) ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გამართა, რომელზეც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეოთხედ წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ეროვნული ნაკრების ლიდერმა და იტალიური „ნაპოლის“ გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა.

კვარაცხელიამ 2023 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ცხრა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელთა განმავლობაშიც ხუთი გოლის გატანა შეძლო. წარმატებული წელი აღმოჩნდა ხვიჩასთვის საკლუბო კარიერაშიც – მან „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის სერია A მოიგო და 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

რაც შეეხება GFF-ის სხვა ნომინაციებს, ფედერაციამ 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელ ქალად ნათია დანელია დაასახელა. წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება კი საბა საზონოვს ხვდა წილად. დაჯილდოებაზე საუკეთესო მსაჯად გიორგი ყრუაშვილი დასახელდა, ფუტსალის საუკეთესო მოთამაშედ კი გიორგი ღავთაძე. ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ნათია დანელია გახდა, საუკეთესო მწვრთნელი კი – ნიკა ჯღარკავა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2023 წლის სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებული გამოკითხვის საფუძველზე გამოავლინა, რომელშიც მონაწილეობა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე სპორტული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.