მსოფლიოს ქვეყნებს შორის პოლიტიკოსებს ყველაზე მეტად სინგაპურში ენდობიან. კითხვაზე, – როგორ შეაფასებდით პოლიტიკოსების ეთიკურ სტანდარტებს, ქვეყნის გამოკითხული რესპოდენტების უმრავლესობა პოლიტიკოსებს სარეიტინგო 7 ქულიდან ყველაზე მაღალ შეფასებას აძლევს.
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის (WEF) გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ქვეყანაში პოლიტიკოსებისადმი ნდობას ზომავს. საქართველო აღნიშნული კრიტერიუმით, მსოფლიოს 135 ქვეყანას შორის 73-ე ადგილზეა. ქვეყნის სარეიტინგო ქულა 7-დან 2,3-ია.
პოლიტიკოსებს ყველაზე მეტად შემდეგ ქვეყნებშში ენდობიან:
სინგაპური – 6,4 ქულა
არაბეთის გაერთიანებული საემიროები – 6.3 ქულა
ახალი ზელანდია – 6,1 ქულა
კატარი – 5,9 ქულა
ფინეთი – 5,8 ქულა
ნორვეგია – 5,7 ქულა
ნიდერლანდების სამეფო – 5,6 ქულა
ლუქსემბრუგი – 5,6 ქულა
შვეიცარია – 5,5 ქულა
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, – თურქეთი რეიტინგში 2,9 ქულით 70-ე ადგილს იკავებს, სომხეთი 3,2 ქულით 57-ე ადგილზეა. აზერბაიჯანი რეიტინგში 20-ე ადგილზეა 4,7 ქულით, ხოლო რუსეთი კი 3,4 ქულით 51-ე ადგილზეა.
დატოვე კომენტარი