British Medical Journal-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ნიღბის ტარება კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვს 53%-ით ამცირებს და მას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან დამცავ საშუალებად აქცევს. ჯამში გლობალურად ჩატარებული 72 კვლევა ცხადყოფს, რომ საზოგადოების ჯანმრთელობის არაფარმაცევტულ საშუალებებს შორის, ნიღბის ტარებასთან ერთად, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების რეგულარული დაბანაც შედის.
მიუხედავად იმისა, რომ ხელების დაბანის ეფექტიანობაც 53%-ით შეფასდა, კვლევების რაოდენობა არ აღმოჩნდა საკმარისი მისთვის სტატისტიკური მნიშვნელობის მისანიჭებლად. რაც შეეხება ფიზიკურ დისტანციას, ის ვირუსის გავრცელების სიხშირეს მხოლოდ 25%-ით ამცირებს. მკვლევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ საზოგადოების ჯანმრთელობისთვის საჭირო სხვა ზომების შეფასება, როგორიცაა კარანტინი, ჩაკეტვა და სკოლების დახურვა, შეუძლებელი აღმოჩნდა ამ ინტერვენციების შეფასებისთვის საჭირო კვლევებს შორის არსებული განსხვავებების გამო. ხოლო, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები უფრო მკაცრი ზომების ეფექტიანობაზე მიუთითებს, ამ ტიპის შეზღუდვების შემოღება, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური ზემოქმედების გამო, ნეგატიურ შედეგებზე დაკვირვებას საჭიროებს.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერება ერთდროულად ვაქცინაციასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ზომების მუდმივ დაცვაზეა დამოკიდებული. იმ საზოგადოებებში კი, რომლებიც ვაქცინაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, მსგავსი ტიპის საშუალებების ეფექტიანობის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროსთვის კვლევები ინვესტიციების ნაკლებობით გამოირჩევა და მასზე გლობალური კვლევებიდან მხოლოდ 4% მოდის.
დატოვე კომენტარი