დღეს, 27 დეკემბერს, ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2.6683-ის დონეზე განსაზღვრა, რაც ბოლო ერთ დღეში 6 თეთრიან გამყარებას ნიშნავს. ევროს მიმართ ლარის ოფიციალური კურსი 2.7889-ის დონეზე განისაზღვრა.
დღეს ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟაზე ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.63-მდე შემცირდა, როცა დილით 2.70 იყო. ლარის გამყარებას, სავარაუდოდ წინასაახალწლოდ გაზრილი ფულადი გზავნილები და ხარჯებისთვის დოლარის გამოყენება (შესაბამისად, ლარის შესყიდვა) იწვევს.
გრაფიკი: ლარის კურსი მერყეობა 27 დეკემებრს:
დატოვე კომენტარი