დღეს, 12 იანვარს სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4148 შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა დოლარი მაშინ გაყიდა, როცა ლარის კურსმა დოლარის მიმართ 2.43-ს მიაღწია. 2014 წლის ნოემბრიდან (როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო) დღემდე სავალუტო აუქციონზე ეროვნულ ბანკმა ჯამში 387 მილიონი დოლარი გაყიდა.
ბოლო დღეებში ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს, რასაც მეზობელი ქვეყნების ვალუტების გაუფასურება განაპირობებს, რადგან უარესდება საქართველოს საგარეო ვაჭრობის პირობები. ბოლო ერთ თვეში აზერბაიჯანული მანათი 50%-ით გაუფასურდა, რუსული რუბლი 9%-ით, ხოლო თურქული ლირა 2%-ით.
დატოვე კომენტარი