დღეს, 26 იანვარს სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. ლარის ოფიცალურმა კურსმა დოლარის მიმართ 2.4984 შეადგინა. ამ დროისთვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის კურსი 2.5000-ია. ეროვნული ბანკის მიერ დოლარის გაყიდვამდე ლარის კურსი 2.54-მდე იყო გაზრდილი.
2014 წლის ნოემბრიდან (როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო) დღემდე სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა ჯამში 427 მილიონი დოლარი გაყიდა. მიმდინარე თვეს კი უკვე 60 მილიონი დოლარი აქვს გაყიდული
დატოვე კომენტარი