ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი განაახლა. საღამოს 5 საათიდან 1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.9728 ლარია, ხოლო 1 ევროსი 3.29 ლარი. ბანკებში 1 დოლარის შესყიდვის ფასი 3 ლარამდე გაიზარდა. დოლარის მიმართ ლარი რეკორდულად მაღალ დონეზეა გაუფასურებული. აქამდე ყველაზე მაღალი ოფიციალური კურსი მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს დაფიქსირდა – 2.9718.
დღეს ლარი თურქული ლირას მიმართ 0.3%-ით გამყარდა, რუსული რუბლის მიმართ 0.6%-ით, აზერბაიჯანული მანათის მიმართ 0.2%-ით, ხოლო სომხური დრამის მიმართ 0.1%-ით გაუფასურდა.
დატოვე კომენტარი