დღეს, 22 იანვარს სავალუტო აუქციონზე ლარის გამყარებისთვის ეროვნულმა ბანკმა 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა ლარის ოფიცალურმა კურსმა დოლარის მიმართ 2.47 შეადგინა, რაც ლარის არსებობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ამ დროისთვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის კურსი 2.4750-ია.
ეროვნულმა ბანკმა დოლარი მაშინ გაყიდა, როცა ლარის კურსმა დოლარის მიმართ 2.48-ს მიაღწია. 2014 წლის ნოემბრიდან (როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო) დღემდე სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა ჯამში 407 მილიონი დოლარი გაყიდა. მიმდინარე წელს კი უკვე 40 მილიონი დოლარი აქვს გაყიდული.
დატოვე კომენტარი