2016 წლის თებერვალში, წინა თვესთან (იანვართან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა 39 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 23 მილიონი დოლარით გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 361 მლნ-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული კი 144 მლნ დოლარით გაიზარდა. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 66%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 63.7% იყო.
2016 წლის პირველ მარტს ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 17 მილიონი ლარით გაიზარდა და 347 მლნ ლარს მიაღწია. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.1%-ია, რაც საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წლის პირველ მარტსაც 2.1% იყო.
2016 წლის თებერვალში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 1.7% პუნქტით გაიზარდა და 24.1% შეადგინა. დოლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 0.5% პუნქტით შემცირდა და 10.1%-ს გაუტოლდა.
დატოვე კომენტარი