2017 წლის თებერვალში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 2.8% პუნქტით გაიზარდა და 20.9% შეადგინა. დოლარში გაცემულ სესხებზე კი თებერვალში განაკვეთი 0.3% პუნქტით შემცირდა და 8.5% შეადგინა.
თებერვალში წინა თვესთან (იანვართან) შედარებით საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 154 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 47 მლნ დოლარით გაიზარდა.
ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 1.3 მილირდი ლარით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 336 მლნ დოლარით არის გაზრდილი. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 63.6%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 66% იყო.
თებერვალში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 9 მლნ ლარით შემცირდა და 437 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.3%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის პირველ მარტს 2.1% იყო.
დატოვე კომენტარი