სპორტი და iGaming-ი სპეციფიკური ინდუსტრიებია, რის გამოც სხვადასხვა რეგიონისა და ქვეყნის მიხედვით ამ ბიზნესში არსებული ვითარება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ამიტომაც ხშირად ამ სექტორში წარმოდგენილი კომპანიებისთვის სწორი ინვესტორების, პარტნიორებისა და პროვაიდერების მოძიება კომპლექსური პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ახალ ბაზარზე შესვლას ეხება.
აქედან გამომდინარე, 2021 წელს, სპორტისა და iGaming-ის მიმართულებით მოქმედმა ორგანიზაცია SBC-მ (Sports Betting Community) ელიტური საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია SBC Advisory Partners-ი ჩამოაყალიბა. აღნიშნულ ინდუსტრიაში თავად SBC არის ლიდერი, რომელიც ორიენტირებულია შემდეგ მიმართულებებზე: სამიტები და გამოფენები, ბიზნესმედია, პოდკასტები და განათლება.
აღნიშნულ ბიზნესვერტიკალებში მსოფლიოს ლიდერად ჩამოყალიბების შემდეგ SBC-ის მხრიდან ლოგიკური ნაბიჯი ინდუსტრიის განვითარების უშუალო მხარდაჭერა იყო, რასაც ის პარტნიორების უნიკალური ქსელის გამოყენებით ახერხებს. SBC Advisory Partners-ი სპორტისა და iGaming-ის სექტორის ლიდერი ორგანიზაციის ტოპ-მენეჯმენტისა და დამფუძნებელთა საბჭოს წევრებისაგან, წარმატებული სპორტსმენებისა და დაკავშირებული სექტორების ლიდერებისგან შედგება. ის ფარავს შემდეგ მიმართულებებს: Mergers & Acquisitions-ს, Market Penetration Strategy-ს, Budget Planning-ს, Marketing Strategy Planning-სა და ა.შ.
რამდენიმე დღის წინ SBC Advisory-ის გუნდს SMH-ის (Sports Media Holding) დამფუძნებელი, ლაშა მაჭავარიანი შეუერთდა.
SMH (Sports Media Holding) აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სპორტისა და iGaming-ინდუსტრიებში ლიდერი აგრეგატორია. ორგანიზაცია ხუთ წელზე მეტია, წარმატებით ოპერირებს 25 ქვეყანაში და თანამშრომლობს წამყვან სპორტულ და iGaming ორგანიზაციებთან. ლაშა მაჭავარიანი აღნიშნული რეგიონის ერთ-ერთ მოწინავე ექსპერტადაა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ SMH უკვე იყო SBC-ის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, პარტნიორობა 2020 წელს SBC Digital Summit CIS-ის ფარგლებში დაიწყო და წარმატების შემდეგ გრძელვადიან ფრანშიზაში გადაიზარდა, რომლის ფარგლებშიც 2021 წლის 13-14 ოქტომბერს კიევში პირველი ფიზიკური სამიტიც კი (SBC Summit CIS) გაიმართა.
დატოვე კომენტარი