“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას “ლელო” ერქმევა. ხაზარაძემ მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გამართა.
“ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას რომელსაც ექნება გუნდურობის, სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი”, – განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, ახალი მოძრაობისთვის წარმატებულ ადამიანებსა და ლიდერებს ეძებენ. მოძრაობა უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება.
“პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, იმიტომ, რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, ჩვენ დავასახელებთ თარიღებს და კონკრეტულ მიზნებს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა ამ მდგომარეობიდან ან ვიქნებით ამ ჭაობში. ეს მენტალური ჭაობია. მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, 12 რეფორმატორს მედიცინაში, განათლებაში, 12 ლიდერს სოფელში, 12 ქალს რაიონში. ეს ქვეყანა მესიის და ვიღაც კაცის გადასარჩენი კი არ არის, ის არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი. ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ”,- განაცხადა ხაზარაძემ.
დატოვე კომენტარი