ლიბერთი ბანკმა 2021 წლის სექტემბერში ახალი სტრატეგია წარმოადგინა და ახალი პროდუქტების სერიაც დააანონსა. ერთ-ერთი პირველი პროდუქტი – ახალი ბარათი უკვე ხელმისაწვდომია და მომხმარებელს საკრედიტო ბარათის სრულიად უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს.
ამჯერად, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ლიბერთის ახალი გუნდი, მომხმარებელს წამყვან საბანკო პროდუქტებზე საუკეთესო პირობებით საახალწლო აქციას სთავაზობს.
„ჩვენი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“, რომელიც სექტემბერში გავაცანით საზოგადოებას, მოიცავს ადამიანებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტებისა და სერვისების ხელმისაწვდომობას და მათთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნას.
გვჯერა, რომ წინასაახალწლო აქცია განახლებული და საუკეთესო პირობებით თითქმის ყველა საბანკო პროდუქტზე, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას ისარგებლოს მათზე მაქსიმალურად მორგებული და კომფორტული პირობებით.
ჩვენ კი გავაგრძელებთ ახალ შეთავაზებებზე მუშაობას და ახალ წლამდე კიდევ რამდენიმე სიახლეს წარვადგენთ.“ – განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ.
31 დეკემბრამდე, აქციის „ლიბერთის ახალი წელი“ ფარგლებში შემდეგი შეთავაზებები მოქმედებს:
- სპეციალური პირობები სამომხმარებლო სესხზე
- გაზრდილი პროცენტი ყველა ტიპის ანაბარზე, განსაკუთრებით ევროზე
- უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკაზე აშშ დოლარში
- ფულადი პრიზები საერთაშორისო გზავნილზე
- ფასდაკლება -6% ოქროს სესხზე
გარდა ამისა, მომხმარებელი 31 დეკემბრამდე სამომხმარებლო სესხის აღების შემთხვევაში, მის დაფარვას მხოლოდ 3 თვის შემდეგ დაიწყებს, ხოლო პირველი 500 მომხმარებელი 300 ლარამდე ქეშბექს დაიბრუნებს.
აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.libertybank.ge
დატოვე კომენტარი