„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის ფარგლებში ლიბერთის გუნდმა დაპირებისამებრ ახალი პროდუქტების შექმნა დაიწყო.
ბანკის ახალ მენეჯმენტს მიაჩნია, რომ სიახლეები ლიბერთის მომხმარებელზე ზრუნვასა და მათთან ურთიერთობის გამარტივებაში დაეხმარება.
ლიბერთის ახალი მენეჯმენტი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ერთ-ერთია ახალი, უნიკალური საკრედიტო ბარათების სერია.
ბანკმა საქართველოს ბაზრისთვის უკვე წარადგინა სრულიად ახალი და უნიკალური საკრედიტო ბარათი „ახალი“, რომელიც განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს.
ამასთან ერთად, ლიბერთის გუნდის წევრები მომხმარებელს მუდმივად გაუზიარებენ სიახლეებს, ინოვაციურ ხედვებს და ბანკის ახალი სტრატეგიის შესაბამისად მათ მარტივ, გასაგებ და ხელმისაწვდომ მომსახურებას შესთავაზებენ.
ვაჟა მენამდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულების დირექტორი: ლიბერთის გუნდის ახალი ხედვა გულისხმობს, იმას, რომ ჩვენს მომხმარებელს გავუმარტივოთ ცხოვრება, საბანკო მომსახურებები და ორიენტირებულები ვიყოთ მთლიანად მათი ინტერესების დაკმაყოფილებაზე. ვაპირებთ, მომხმარებელს შევთავაზოთ არა ის პროდუქტები, რაც ჩვენ გვჭირდება, არამედ დავაიდენტიფიციროთ რა სჭირდებათ მათ, რა საკითხის მოგვარება სურთ, რა აწუხებთ და მხოლოდ ამის შემდეგ, პერსონალურად მივუდგებით თითოეულ სეგმენტს, თითოეულ ჯგუფს და თითოეულ ადამიანს. ლიბერთი მზადაა გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი ყველა ასაკისა და ყველა საჭიროების მქონე მომხმარებლისთვის. სწორედ ეს არის ჩვენი ახალი სტრატეგია: მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტები, უმაღლესი დონის მომსახურება, სეგმენტური შეთავაზებები ცალკეული მომხმარებელთა ჯგუფებისადმი.
ანი ჯიბლაძე, ლიბერთის საცალო სეგმენტის და პროდუქტების დეპარტამენტის უფროსი: ლიბერთის ნებისმიერი პროდუქტი თუ მომსახურება იქნება მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული. ახალი პროდუქტის შექმნის გადაწყვეტილებას მხოლოდ ჩვენი მომხმარებლების მოსმენის და მათი პრიორიტეტების მიხედვით მივიღებთ.
ახალი ლიბერთის მთავარი სიახლე არის ახლებური ხედვა. ჩვენ ყველაზე მეტად ადამიანებთან გაზიარებული, ერთობლივი წარმატების გვჯერა. ჩვენთვის მომხმარებელზე ზრუნვა და მათთვის ცხოვრების გამარტივება ცხოვრების წესია და ამიტომ, ჩვენი გუნდის მიზანია, ახალი ლიბერთის ნებისმიერი ახალი პროდუქტის თუ სერვისის შექმნისას ვუპასუხოთ შეკითხვას: რით ვაუმჯობესებთ ამ ადამიანების, მათი ოჯახის ან ბიზნესის ცხოვრებას.
ლიბერთის ახალი გუნდი მზადაა შექმნას ისეთი პროდუქტები და სერვისები, რომელიც ჩვენს მომხმარებელს დროის გარდა ფინანსების დაზოგვაში შეუწყობს ხელს.
ლიბერთი, რომელიც ფინანსურ სექტორში სიდიდით მესამე სისტემური ბანკია, მილიონ 600 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე ფართო საბანკო ქსელი აქვს.
ლიბერთი ციფრულ მიმართულებასაც აქტიურად ავითარებს და განახლებულ პროდუქტებს და სიახლეებს მომხმარებელს მთელი 2022 წლის განმავლობაში შესთავაზებს.
დატოვე კომენტარი