Louis Vuitton-ი ხელების სადეზინფექციო გელის უფასოდ დარიგებას გეგმავს

Louis Vuitton-ი ხელების სადეზინფექციო გელის უფასოდ დარიგებას გეგმავს

Louis Vuitton-ი ხელების სადეზინფექციო გელის წარმოებას გეგმავს, რომელიც საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებებს უფასოდ დაურიგდებათ. კომპანიის მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაში მონაწილებაა.

“ვინაიდან საფრანგეთში არსებობს ჰიდროალკოჰოლური გელის დეფიციტის რისკი, ბერნარ არნომ თავის კომპანიას მისცა დავალება, აწარმოონ დამატებითი რაოდენობით სადეზინფექციო საშუალებები, რომელიც საჯარო უწყებებს გადაეცემა“, – წერია კომპანიის განცხადებაში.

Louis Vuitton-ის მსგავსად, ხელების სადეზინფექციო გელების წარმოებას და უფასოდ დარიგებას აპირებენ სხვა კოსმეტიკური ბრენდებიც, მათ შორის Christian Dior-ი, Guerlain-ი და Givenchy-ი.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით დაინფიცირების პირველივე შემთხვევის შემდეგ, საფრანგეთში აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებში ხელების სადეზინფექციო ხსნარების მასობრივი ყიდვა დაიწყეს. ამასთან, გაჩნდა პირბადეების დეფიციტიც.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მთავრობამ საჯარო სივრცეების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საფრანგეთში ბოლო მონაცემებით, დაინფიცირების 5 423 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო დაიღუპა 127 ადამიანი.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *