პარიზთან ახლოს მდებარე Château Louis XIV (ლუდოვიკო XIV-ის სასახლე) რეკორდულ ფასად გაიყიდა. მყიდველმა მასში 275 მილიონ ევროზე მეტი ($301 მილიონი) გადაიხადა – იტყობინება Bloomberg-ი, 2 წყაროზე დაყრდნობით. მყიდველის ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, რომ ის ახლო აღმოსავლეთიდანაა.
სახლის მფლობელმა კომპანია Cogemad-მა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. კომენტარი არ გააკეთა არც Christie’s International Real Estate-მა, რომელიც წყაროს თქმით, გარიგებაში მონაწილეობდა. სახლი პარიზიდან 15 წუთის სავალზეა, XVII საუკუნის სტილშია აშენებული და 23 ჰექტარ პარკსაც ფლობს. უძრავი ქონების ბაზარზე წინა რეკორდი 2011 წელს დაფიქსირდა, როდესაც ლონდონში პენტჰაუსი 221 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
დატოვე კომენტარი