ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია Lufthansa ამცირებს ფლოტის მოცულობას და ხურავს დაბალბიუჯეტურ კომპანიას. ამის მიზეზი კორონავირუსის შედეგებია, რაც ავიაციის სექტორს მძიმედ დააწვა. როგორც მოსალოდნელია, წლები დასჭირდება იმას, რომ ავიაინდუსტრიამ კორონავირუსის პანდემიის შედეგები დაძლიოს და ძალები აღიდგინოს.
როგორც Lufthansa-ში აცხადებენ, ისინი აჩერებენ 43 ლაინერის მუშაობას, რაც მისი შემადგენლობის 6%-ია. ასევე აჩერებს ბიუჯეტური კომპანია Germanwings-ის მუშაობას.
“თვეები დასჭირდება იმას, რომ გლობალურად სამგზავრო შეზღუდვები სრულად მოიხსნას, ხოლო წლები დასჭირდება იმას, რომ მსოფლიო დონეზე მოთხოვნა საჰაერო მგზავრობაზე იმ დონეს დაბრუნდეს, როგორიც კრიზისამდე პერიოდში იყო“, – აცხადებენ Lufthansa-ში.
აღსანიშნავია, რომ სამოგზაურო შეზღუდვებმა დ ა ქვეყნების მიერ საზღვრების ჩაკეტვამ მთლიანად ავიაინდუსტრიას მსოფლიოში უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ავიაკომპანიებმა ათასობით თვითმფრინავი გააჩერეს, შეწყვიტეს მოკლევადიანი ფრენები და თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.
დატოვე კომენტარი