Lufthansa გერმანიის მთავრობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს $10 მლრდ-ის ოდენობის დახმარების მიღებაზე

Lufthansa გერმანიის მთავრობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს $10 მლრდ-ის ოდენობის დახმარების მიღებაზე

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa გერმანიის მთავრობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ეკონომიკის სტაბილიზაციის ფონდიდან დახმარების მიღების შესახებ, რაც დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს უტოლდება. Yahoo Finance-ის ცნობით, გარიგების მიხედვით, მთავრობა კომპანიის აქციების 20%-ს დაიკავებს.

როგორც Lufthansa აცხადებს, შეთანხმების მიხედვით, მთავრობას საზედამხედველო საბჭოში ორი ადგილი ექნება. ავიაკომპანია უკვე რამდენიმე კვირაა ამ მოლაპარაკებებს აწარმოებს ხელისუფლებასთან. Lufthansa-ს დახმარება პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ესაჭიროება.

ავიაკომპანიის განცხადებით, ისინი იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას მიაღწევენ საბოლოოდ, რათა კომპანია გრძელვადიან ფინანსურ პრობლემებს და გაკოტრებას გადაურჩეს.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, ავია სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა, ვინაიდან შეჩერდა რეისების განხორციელება და ჩაიკეტა საზღვრები. ავიაკომპანიები გადარჩენას ცდილობენ, არამხოლოდ გერმანიაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *