ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფო ღალატში მხილებული თანამდებობის პირებისა და სამხედრო მოსამსახურეების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ბელარუსი, რუსეთის ახლო მოკავშირე, ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელიც სიკვდილით დასჯას ჯერ კიდევ იყენებს. მსგავსი სასჯელი უკვე არსებობს ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა მკვლელობა ან ტერორისტული აქტები.
ახალი კანონი სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ბელორუსის ბრძოლის გაძლიერებას „ექსტრემისტული (ტერორისტული) და ანტისახელმწიფოებრივი ხასიათის დანაშაულების წინააღმდეგ“.
ლუკაშენკოს მიერ დამტკიცებული კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, ბელარუსის შეიარაღებული ძალების „დისკრედიტაციაში“ დამნაშავე ნებისმიერ პირს პატიმრობა ემუქრება. ცნობისთვის, რუსეთმა მსგავსი კანონი უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღო.
დატოვე კომენტარი