ქართული ბრენდი “ლუკასი”, რომელიც 2011 წლიდან აწარმოებს ლიმიტირებული რაოდენობის ღვინოს, წარმოდგენილი იყო ღვინის საერთაშორისო ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს, ინოვაციურ ღონისძიებაზე – Fine Minds 4 Fine Wines.
16-17 ივნისს, საფრანგეთში, ლა ვეღიეღის ვილაში, რომელიც ცნობილი ფრანგული ბრენდის, “შენ ბლოს“ სამშობლოა და ეკუთვნის ლონდონის საფონდო ბირჟის დირექტორს, ხავიერ როლეტსაჩატარდა სრულიად ახლებური ფორმატის ღვინის ფორუმი. ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ ექსპერტები, გავლენიანი და წარმატებული ადამიანები, არა მხოლოდ ღვინის ინდუსტრიიდან, არამედ სხვა დარგებიდანაც, მათ შორის, სილიკონის ველზე მოღვაწე მოაზროვნეები. ფორუმზე თითოეულმა სტუმარმა საკუთარი გემოვნებით შერჩეული ღვინო წარადგინა, „ლუკასის“ საფერავი ღვინის ბრიტანელი ექსპერტის, რობერტ ჯოზეფის არჩევანი აღმოჩნდა.
ღონისძიებაზე წარდგენილი 60 საუკეთესო ღვინის დაგემოვნებასთან ერთად, სტუმრები მსჯელობდბდნენ ღვინის ინდუსტრიის მიმდინარე გამოწვევების, მომავლისა და მისი განვითარების პერსპექტივების შესახებ. ღონისძიების ერთ-ერთი განსაკუთრებული სტუმარი იყო ჯენქის რობინსონი, ღვინის ინდუსტრიის ექსპერტი, რომელიც „ფინანშალ თაიმსის“ კორესპოდენტია 1989 წლიდან დღემდე, ღვინის ინდუტრიასთან დაკავშირებით წერს და უძღვება გადაცემებს 1975 წლიდან და ეკუთვნის ღვინის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნები – „ოქსფორდის ღვინის კომპანიონი“ და „ღვინის მსოფლიო ატლასი“.
რობინსონს “Master of Wine“-ის კვალიფიკაცია აქვს და აღიარებულ ღვინის ექპერტად მოიზარება უკვე 30 წელზე მეტია, დღესდღეობით მსოფლიოს გარშემო ატარებს ლექციებს ღვინის თემატიკასთან დაკავშირებით და აქვს საკუთარი, გავლენიანი ვებგვერდი ღვინის ინდუსტრიის შესახებ.
“ლუკასის“ ღვინო რობინსონმა ფავორიტად დაასახელა საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაშიც. ღონისძიების დეტალურ ანგარიშში კი „ლუკასის“ საფერავი დაახასიათა, როგორც „საოცრად ენერგეტიკული, შესანიშნავი არომატითა და ტექსტურით“.
დატოვე კომენტარი