თვითმართვადი ავტომობილების სტარტაპის Luminar-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი გახდა. ოსტინ რასელი 25 წლისაა, მან Luminar-ი 17 წლის ასაკში შექმნა. კომპანია ავტომობილებისთვის ლაზერულ სენსორებს აწარმოებს. კომპანიის აქციების საფონდო ბირჟაზე საჯაროდ განთავსება რამდენიმე დღის წინ შედგა.
აქციების საჯაროდ განთავსების შედეგად, რასელის 104.7 მილიონი აქციის ღირებულება $2.4 მილიარდი გახდა. ის უკვე Forbes-ის მილიარდერთა სიაშია.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კომპანიის საბაზრო ღირებულება $7.5 მილიარდი გახდა მას შემდეგ, რაც მისი აქციების ფასი დაახლოებით 28%-ით გაიზარდა.
“ჩვენ შევქმენით კომპანია გრძელვადიანი მდგრადი ბიზნესის სახით“, – განაცხადა რასელმა.
რასელმა Luminar-ი 2012 წელს მას შემდეგ შექმნა, რაც მან სტენფორდის უნივერსიტეტი დატოვა. ის ფიზიკას სწავლობდა, თუმცა, შემდეგ PayPal-ისგან მიიღო ე.წ Thiel Fellowship $100 000-ის ოდენობით, ოცნების განსახორციელებლად.
დატოვე კომენტარი