ლუქსემბურგმა ევროკავშირის მიერ რუსეთისადმი დაწესებული სანქციების აღსრულება დაიწყო და რუსეთის €2.5-მილიარდის მოცულობის აქტივები გაყინა, – ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, იურიკო ბაკესმა განაცხადა. საერთო ჯამში, გაყინულია 11 სანქცირებულ პირთან დაკავშირებული 86 კომპანიის აქტივები.
https://twitter.com/MinFinLux/status/1508824727816753167
„ევროკავშირის მიერ რუსეთისადმი დაწესებული სანქციების შედეგების ხილვა ლუქსემბურგშიც არის შესაძლებელი. ჩვენს ქვეყანას საკუთარი წილი შეაქვს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის თაობაზე მომზადებულ ევროკავშირის საერთო პასუხში“, – განაცხადა ბაკესმა.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური სანქციები ერთადერთი ქმედება არ არის, რომელიც ლუქსემბურგმა და ლუქსემბურგელებმა რუსეთის აგრესიის საპასუხოდ განახორციელეს: ცოტა ხნის წინ, ლუქსემბურგის ეკონომიკის ორმა ყოფილმა მინისტრმა, ეტიენ შნაიდერმა და ჟანო კრეკემ რუსული კომპანიების – „სისტემისა“ და EWUB-ის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ლუქსემბურგის საკრებულოს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, პატრიკ სანტერმა, რომელმაც რუსული კომპანია „სოდრუგეტსვო“ დატოვა.

გიორგი არონია
"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."
















