მსოფლიოში უმსხვილესი სატრანსპორტო გადაზიდვების კომპანია Maersk-ი აცხადებს, რომ 2023 წლისთვის ნახშირბადისგან თავისუფალ ხომალდებზე გადასვლას გეგმავს. აღნიშნულს კომპანია 2030 წლისთვის გეგმავდა, თუმცა გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, გეგმები შვიდი წლით გადმოსწიეს.
დანიური კომპანიის განცხადებით, ახალი ხომალდები ბიო-მეთანოლზე იმუშავებს. ცნობისთვის, კარბონ-ნეიტრალური ნიშნავს, რომ ჰაერში ნახშირორჟანგი ნაკლებად გაიფრქვევა.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს საერთაშორისო გადაზიდვებზე გლობალურად CO2 გამონაბოლქვის დაახლოებით 2% მოდიოდა.
„ჩვენ შევისწავლეთ კომპანიაში ყველა შესაძლებლობა, რაც არსებობს [იმისათვის, რომ გარემოს ნაკლები ზიანი მივაყენოთ]. ჩვენი მომხმარებლები ნამდვილად ელოდებიან ჩვენგან ამას, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, რომ მიწოდების ქსელების დეკარბონიზაცია მოახდინონ“, – განაცხადა Maersk-ის დეკარბონიზაციის მიმართულების ხელმძღვანელმა მორტენ ბო კრისტიანსენმა.
ცნობისთვის, უკვე არაერთმა კომპანიამ განაცხადა ეკოლოგიურად სუფთა ენერგორესურსების მოხმარებაზე გადასვლის შესახებ. ჰაერში გამონაბოლქვის შემცირება კლიმატური ცვლილებების პროცესის შენელებისთვის მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, მილიარდერმა ბილ გეიტსმა ერთ-ერთ უმთავრეს მომავალ გამოწვევად მსოფლიოსთვის სწორედ კლიმატური ცვლილებები დაასახელა.
დატოვე კომენტარი