მაისში ექსპორტი 31 პროცენტით, ხოლო იმპორტი 34 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2020 წლის მაისში 2019 წლის მაისთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 31%-ით (103 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 34%-ით (260 მლნ დოლარით) შემცირდა. 2020 წლის მაისში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 234 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 497 მლნ დოლარი შეადგინა.

ივნისის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -263 მლნ დოლარია, რაც 2019 წლის მაისის უარყოფით ბალანსზე 157 მლნ დოლარით ნაკლებია.

ხუთი თვის ჯამში, 2020 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 16%-ით, ხოლო იმპორტი 17%-ით შემცირდა. სავაჭრო ბრუნვა 17%-ითაა შემცირებული. ხუთი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -1 735 მლნ დოლარია, გასული წლის ხუთ თვეში -2 106 მლნ დოლარი იყო.

აპრილის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 ივნისს გამოქვეყნდება.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".