საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით მაისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.2%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 6.5% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 6.5%-ით გაძვირდა.
მაისში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: რესტორნების მომსახუერება (გატანის სერვისით) 4.3%-ით გაძვირდა, სამედიცინო პროდუქტები 2.8%-ით გაძვირდა. 4.4%-ით გაიაფდა საავტომობილო საწვავი.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები (14.7%-ით) გაიზარდა. ჯანმრთელობის დაცვის ფასი 6.1%-ით გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში ხილი 47%-ით გაძვირდა, რძე, ყველი და კვერცხი 25%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 13.5%-ით, ბოსტნეული და ბაღჩეული 3%-ით, პური და პურპროდუქტები – 9%-ით.
გრაფიკი: წლიური ინფლაციის მაჩვენებლები
დატოვე კომენტარი