საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2016 მაისში, წინა წლის მაისთან შედარებით, 4.8 მილიონი დოლარით (5%-ით) შემცირდა. 2014 წლის მაისთან შედარებით კი 33.5 მილიონი დოლარით არის შემცირებული. მაისში სულ 93 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში გზავნილები 13 მილიონი დოლარით არის შემცირებული.
გზავნილების შემცირება რუსეთიდან და საბერძნეთდან ჩამორიცხვების კლებამ განაპირობა. მიმდინარე წლის მაისში წინა წლის მაისთან შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 6.6 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო საბერძნეთიდან 4.6 მილიონი დოლარით. 1.4 და 2.1 მილიონი დოლარით გაიზარდა ჩამორიცხვები აშშ-დან და ისრაელიდან.
ცხრილი – საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები იანვარ-მაისში, მლნ დოლარი
დატოვე კომენტარი