მაისში ფულადი გზავნილები 42 პროცენტით გაიზარდა

მაისში ფულადი გზავნილები 42 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2021 წლის მაისში 2020 წლის მაისთან შედარებით 56 მლნ დოლარით, 42%-ით გაიზარდა. მაისში სულ 188 მლნ დოლარი გადმოირიცხა. ასეთი მაღალი ზრდა განპირობებულია იმით, რომ გასული წლის მაისში მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები იყო დაწესებული პანდემიის გამო. თუმცა, მიმდინარე წლის მაისში გადმორიცხული თანხა 2019 წლის მაისის მაჩვენებელსაც აღემატება 29%-ით.

მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 23 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 9 მლნ დოლარით მეტია 2020 წლის მაისის მაჩვენებელზე.

იანვარ-მაისში, ჯამში, 881 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2020 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე 47%-ით (281 მლნ დოლარით) მეტია.

მაისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების მატება მნიშვნელოვანწილად რუსეთიდან, აშშ-დან, იტალიიდან,  აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან გადმორიცხვების ზრდამ განაპირობა.

ქვეყნები, საიდანაც მაისში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანა

მაისი, 2020

მაისი, 2021

ზრდა

რუსეთი

19.8

31.7

12.0

აშშ

15.2

24.1

8.9

იტალია

27.6

31.9

4.3

აზერბაიჯანი

3.6

7.7

4.1

უკრაინა

3.7

7.7

4.0

გერმანია

5.3

9.1

3.8

ისრაელი

11.4

14.8

3.4

ყაზახეთი

0.7

3.0

2.4

საბერძნეთი

18.8

20.6

1.8

ესპანეთი

3.2

4.6

1.4

წყარო: ეროვნული ბანკი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *