2015 წლის მაისში საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 110.5 მლნ ლარით შემცირდა და 13.9 მილიარდი ლარი შეადგინა. ლარში განხორციელებული დეპოზიტები 39 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო დოლარში განხორციელებული – 149.5 მილიონი ლარით შემცირდა. დოლარში განხორციელებული დეპოზიტების შემცირება ლარის შედარებით გამყარებამ განაპირობა. შედეგად, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 0.6% პუნქტით შემცირდა და 65.7%-ს მიაღწია. ჯამში, დოლარში განხორციელებულია 9.1 მილიარდი ლარის დეპოზიტი, ხოლო ლარში 4.8 მილიარდი ლარის დეპოზიტი.
დოლარში განხორციელებულ დიპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 4.5%-ია, ხოლო ლარში განხორციელებული დეპოზიტების 7.3%.
დატოვე კომენტარი