საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით მაისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასები 0.4%-ით შემცირდა და წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) 2.1% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, მაისში ყველაზე მეტად (0.6%-ით) გაძვირდა. ყველაზე მეტად (1.1%-ით) სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაიაფდა. 1%-ით გაიაფდა ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად (12.6%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა. ჯანმრთელობის დაცვის ფასი 5.7%-ით გაიზარდა, 4.2%-ით გაიზარდა ავეჯის და საოჯახო ნივთების ფასიც, კომუნალურმა გადასახადებმა 5.5%-ით მოიმატა. 8.3%-ით მოიკლო ტრანსპორტის ფასებმა
დატოვე კომენტარი