სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის მაისში წინა თვესთან (აპრილთან) შედარებით 0.4%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის მაისთან შედარებით 2.8%-ით არის შემცირებული. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 22.4%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 4.8%-ით გაიაფდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაიაფდა 4.4%-ით, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა 7.7%-ით, ხოლო ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება 12.5%-ით. ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება 30.2%-ით გაძვირდა. 17.4%-ით გაძვირდა ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება.
დატოვე კომენტარი