საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის მაისში 2017 წლის მაისთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 50%-ით (108 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 25%-ით (161 მლნ დოლარით) გაიზარდა.
2018 წლის მაისში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 323 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 803 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 479 მლნ დოლარი იყო, რაც 2017 წლის მაისის უარყოფით ბალანსზე 53 მლნ დოლარით მეტია.
ხუთი თვის ჯამში, 2018 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 28%-ით, ხოლო იმპორტი 23%-ით გაიზარდა. სავაჭრო დეფიციტი კი 20%-ით (387 მლნ დოლარით) არის გაზრდილი.
მაისის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 ივნისს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი