საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის მაისში საქართველოდან ევროკავშირში 85 მლნ დოლარის საქონელი გავიდა, რაც 57%-ით (31 მლნ დოლარით) მეტია 2018 წლის მაისის მაჩვენებელზე. ექსპორტის ზრდა ძირითადად რუმინეთმა და ესპანეთმა განაპირობა. მიმდინარე წლის მაისში რუმინეთში 35 მლნ დოლარის საქონელი გავიტანეთ, როცა გასული წლის მაისში რუმინეთში ექსპორტი მხოლოდ 4 ათასი დოლარი იყო. ესპანეთში 16 მლნ დოლარის საქონელი გავიტანეთ, როცა 13 მლნ დოლარით მეტია 2018 წლის მაისის ექსპორტზე. 2.6 მლნ დოლარით შემცირდა ექსპორტი ნიდერლანდებში და 2.2 მლნ დოლარით საფრანგეთში.
5 თვის ჯამში, იანვარ-მაისში, საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 22%-ით არის გაზრდილი და ჯამში 361 მლნ დოლარი შეადგინა.
მაისში დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტი 13%-ით გაიზარდა. უკრაინაში ექსპორტი 57%-ით (9 მლნ დოლარით), სომხეთში 31%-ით (7 მლნ დოლარით) და ყირგიზეთში 146%-ით (3.2 მლნ დოლარით) გაიზარდა.
82%-ით, 22 მლნ დოლარით შემცირდა საქართველოს ქსპორტი ჩინეთში.
დატოვე კომენტარი