მიმდინარე წლის მაისში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 632 მლნ ლარით გაიზარდა და 19.1 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 9 მლნ დოლარით შემცირდა, თუმცა ლარის გაცვლითი კურსის ზრის გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 522 მლნ ლარით გაიზარდა. მაისში საშინაო სახელმწიფო ვალი 110 მლნ ლარით გაიზარდა.
31 მაისის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 15 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 4.1 მილიარდი ლარია.
საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 70% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 5 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 891 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის საფრანგეთი 684 მლნ ლარით.
საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 45%-ია.
ცხრილი: საქართველოს სახელმწიფო ვალი, მილიარდი ლარი
დატოვე კომენტარი