მაისში საქართველოში 96 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა

მაისში საქართველოში 96 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში 2020 წლის მაისთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 264%-ით (67,000 ტურისტით) გაიზარდა. 2021 წლის მაისში 96,502 ტურისტი შემოვიდა. ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, მაისში 180%-ით გაიზარდა და ჯამში 109,359 ვიზიტორი შემოვიდა.

2019 წელთან შედარებით, ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2021 წლის მაისში 85% ნაკლები ვიზიტორი და 77%-ით ნაკლები ტურისტი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის მაისში.

ხუთი თვის ჯამში, 2020 წლის იანვარ-მაისთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 65%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 77%-ითაა შემცირებული.

მაისში ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად ისრაელიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან გაიზარდა.

10 ქვეყანა, საიდანაც მაისში შემოსული ტურისტების რიცხვი ყველაზე მეტად გაიზარდა

ქვეყანა

2021 წლის მაისი

ცვლილება

ისრაელი

11,244

11,199

უკრაინა

11,533

10,530

რუსეთი

10,818

7,041

თურქეთი

21,855

5,992

ყაზახეთი

4,664

4,290

აზერბაიჯანი

5,704

2,428

უზბეკეთი

2,528

2,208

სომხეთი

9,863

2,060

ბელარუსი

2,349

1,606

ინდოეთი

1,496

1,485

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

 

ფოტო: Food, Fun & Travel

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *