მაისში საქართველოში რეკორდული მოცულობის – 505.7 მილიონი დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 169%-ით მეტია. ამ მასშტაბის ფულადი გზავნილები საქართველოს არცერთი წლის არცერთ თვეში არ მიუღია.
გზავნილებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც გასულ თვეს $313.9 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც ძირითადად არა რუსეთში დასაქმებული ქართველების გზავნილებს, არამედ საქართველოში ემიგრირებული რუსების გზავნილებს წარმოადგენს. რუსული გზავნილები 889%-ით არის მომატებული.
მეორე ადგილზეა იტალია 36.8 მილიონი დოლარით, მესამეზე კი აშშ – 27.8 მილიონით.
TOP 20 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი გზავნილი შემოვიდა და ზრდის/კლების მოცულობა
- რუსეთის ფედერაცია – 313.9 მილიონი,📈 889%
 - იტალია – 36.82 მილიონი, 📈 15%
 - აშშ – 27.78 მილიონი, 📈 15%
 - ყაზახეთი – 20.81 მილიონი, 📈 587%
 - საბერძნეთი – 20.33 მილიონი, 📉 -1%
 - ისრაელი – 16.07 მილიონი, 📈 9%
 - გერმანია – 13.31 მილიონი, 📈 46%
 - თურქეთი – 8.13 მილიონი, 📈 11%
 - ყირგიზეთი – 5.68 მილიონი, 📈 372%
 - ესპანეთი – 4.96 მილიონი, 📈 8%
 - აზერბაიჯანი – 4.63 მილიონი, 📉 -40%
 - საფრანგეთი – 3.72 მილიონი, 📈 21%
 - პოლონეთი – 3.33 მილიონი, 📈 31%
 - გაერთიანებული სამეფო – 2.85 მილიონი, 📈 49%
 - კანადა – 1.92 მილიონი, 📉 -5%
 - ირლანდია – 1.91 მილიონი, 📈 4%
 - ტაჯიკეთი – 1.86 მილიონი, 📈 203%
 - სომხეთი – 1.53 მილიონი, 📈 41%
 - კვიპროსი – 1.51 მილიონი, 📈13%
 - უზბეკეთი – 1.33 მილიონი, 📈 192%
 
"ვარ BMG/Forbes-ის მიმომხილველი. მაინტერესებს ეკონომიკა და ტექნოლოგიები".

















